როცა ოფისის ძენას დაიწყებ სერიოზული შეხვედრისათვის და აღმოაჩენ, რომ თურმე ერთ პატარა ქალაქში იმ დღეს , ზუტად იმ საათზე შენ რომ გჭირდება, ყველა ორგანიზაციის საკონფერენციო დარბაზი, ფართი, ოთახი (რაც გინდათ ის უწოდეთ) დაკავებულია , შეუძლებელია კითხვები არ გაგიჩნდეს და ძებნის სურვილი შეგრჩეს.
მოკლედ, 18 დეკემბერს ``გამომძიებელ ჟურნალისტთა ასოციაციამ`` ჩემს ქალაქში ფილმების ჩვენება დაგეგმა. (ეს ორგანიზაცია 2009 წელს შეიქმნა. მისი მიზანია საქართველოში ჟურნალისტური გამოძიებების პოპულარიზაცია. ვრცლად ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ გვერდზე http://www.ijp.ge)
შენობა ჯერ კიდევ წინა დღეებში ვნახეთ და ოფისმენეჯერი შეგვითანხმდა, რომ გათბობასაც წინასწარ ჩართავდა. ( მედიაცენტრია და ბუნებრივია საგამოძიებო ჟურნალისტური ნამუშევრების ჩვენება ამ ფართში ჟურნალისტებისათვის ჩვეულებრივი მოვლენა უნდა იყოს). ხალხიც წინა დღეებში დავპატიჟეთ. მაგრამ, მოულოდნელად ``აღმოჩნდა``, რომ ოფისმენეჯერის ბიძას ე.წ. ღორის გრიპი შეხვდა და მოსიყვარულე ნათესავი იმ დილას, როცა ფილმების ჩვენება უნდა გამართულიყო, სასწრაფოდ ბიძის სანახავად წავიდა თბილისში. გასაღები რა თქმა უნდა თან გაყვა:)
ამის შემდეგ, ფართის დათმობაზე უარი გვითხრეს უნივერსიტეტში, "სხვაგან აჩვენეთ რა"-ო, უარი გვითხრეს ერთ-ერთ არასამთავრობოში (სადაც იმართება ძირითადად ყველა შეხვედრა), "ყველა ოთახი დაკავებულია"-ო (?!), თუმცა იმ დღეს რაიმეს გასაშუქებლად მედია არავის არსად არ მივუწვევივართ. ჯერ დაგვთანხმდნენ, მოგვიანებით კი ტელეფონით გვაცნობეს უარი კიდევ ერთ ორგანიზაციაში, "დენი გამოირთოო" და ასე შემდეგ...
ამასობაში შუადღეც მოახლოვდა, დაინტერესებული ახალგაზრდებიც გამოჩნდნენ და ``გამომძიებელი ჟურნალისტებიც ჩამოვიდნენ დედაქალაქიდან :)
ჩვენს ნერვულ მდგომარეობაზე არაფერს დავწერ, ისედაც ცხადია ...
ერთი კი არ მინდა გამომრჩეს, რატომღაც იმ დღეს ჩვენს ოფისთან მუდამ იდგა უშიშროების სამსახურის ერთი მანქანა მაინც. (ეტყობა მალე იღლებოდნენ, ან შივდებოდათ, რომ ერთმანეთს ხშირად ენაცვლებოდნენ) :))
მოკლედ, ფილმების ჩვენება ჩვენს ოფისში გადავწყვიტეთ და ზუსტად 4 საათზე, როცა ყველაფერი მომზადაა, შუქი ჩაქრა :))))) ``ავარიული გამორთვაა`, ბრიგადა გავიდა ადგილზე. არ ვიცით როდის მოვა``- ესეც ენერგო-პროს პასუხი ჩვენს კითხვაზე :))) (თუმცა შუქი მხოლოდ იმ ქუჩაზე გამოირთო, სდაც ჩვენი სამსახურია. საწყალი ორგანიზაციები, როგორ "დავაზარალეთ":)))
ფილმების ჩვენება მაინც შედგა :) საბედნიეროდ სამსახურში გენერატორიც გვაქვს და ლეპტოპებსაც შეუძლია რამდენიმე საათს დენის წყაროს გარეშე მუშაობა.
ორი ფილმი ვნახეთ, ``პრეზიდენტის იდუმალი სასახლე``, რომელშიც პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობის კანონიერებასა და თანხებზეა საუბარი და ``"ვარსკვლავების აკადემიის" საქმე 7 თვის შემდეგ``, რომელშიც იმაზეა საუბარი ვის ეკისრება პასუხისმგებლობა მომხდარზე, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ვინ დაისაჯა და რატომ არ დაისაჯა ის, ვინც უნდა დასჯილიყო.
ფილმის ჩვენებამ და დისკუსიამ ძალიან კარგად ჩაიარა, რომანტიკულ გარემოში :))) იმ ხალხისგან განსხვავებით გარეთ მანქანით რომ იდგნენ და ჩვენს სამსახურს თვალს არ აცილებდნენ, ჩვენ უშუქობის მიუხედავად სითბოც გვქონდა, განწყობაც , რბილი სავარძლებიც, ჩაიც და არც დავღლილვართ :))) იმათ კი ალბათ ძალიან მოშივდათ, ორი საათი მანქანიდან გადმოუსვლელად და კარებისთვის თვალმოუშორებლად დგომას ეხუმრებით?
(პ.ს. დღეს აღმოვაჩინე, რომ მანქანის მარკის, ფერის, სერიისა და ნომრის დამახსოვრების ძალიან კარგი უნარი მქონია :))
მოკლედ, საბლოოდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. (რამდენიმესაათიანმა უშუქობამ ბავშვობაც გამახსენდა: ყველაზე კარგად, სიღრმისეულად და ყველაზე საინტერესო თემებზე მაშინ ვმსჯელობდით ჩემს ოჯახში, შუქი რომ არ იყო, სანტელიც ჩაიღვენთებოდა და სიბნელში სხვა ვეღარაფერს ვაკეთებდით ხოლმე).
ყველაფერი დამთავრდა, ყველანი წავიდნენ, სტუმრებიც, ორგანიზატორებიც და ``მოდარაჯე`` მანქანებიც და სადღაც ნახევარ საათში (შეიძლება უფრო ადრეც) შუქიც მოვიდა :))) ეტყობა ``აღმოფხვრეს ავარია``, რომლის შედეგად ბოლო ერთი საათი მხოლოდ ჩვენი სამსახური იყო უშუქოდ :)))))
კულმინაცია სამსახურიდან წამოსვლა იყო :)) კიდევ ერთი ``მოდარაჯე`` მანქანა და ელვისებური მოწყვეტა ადგლიდან, ეზოში რომ გამოვედით (მომავალი შუმახერი ეჯდა საჭეს ალბათ:))) და მერეც, კიდევ ერთი მანქანა გზაში, მე და ჩემს მეგობარს რომ ``მოგვაცილებდა`` სახლამდე :) რავიცი, ეტყობა ჩვენზე იზრუნა, ღამეა მაინც და არავინ შეაშინოსო :)))))
არა, მართლა დიდი უნარი მქონია ნომრების დამახსოვრების :) არადა სულ ვამტკიცებდი ციფრები და რიცხვები ჩემთვის ``უცხო პლანეტაა``-თქო :)
ახლა მობილურზე ველოდები ზარებსა და მესიჯებს ``უცნობი მზრუნველებისგან`` :) ვიცი არ დააყოვნებს :))))
პ.ს. მეგონა ნერვები მქონდა მოშლილი, არადა დღის ბოლოს ამ ყველაფერზე ბევრი ვიცინეთ კიდეც :))) მე ფილმიც გამახსენდა - "კუკარაჩა":))) აი, კუკარაჩა რომ ეუბნება "მეთოდები დაგვიძველდაო"....
ხო, კინაღამ დამავიწყდა, უხალისიათ ``როგორ გამოერთოთ შუქიოოო``:)) შუქი კი გამოგვერთო ბატონებო, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია:)) არ გაჭრა მაგ მეთოდებმა :))))
No comments:
Post a Comment