მე და ჩემი სოფელი |
იქ, სადაც ბავშვობისდროინდელი ყველა ნივთი უცვლელადაა შემონახული, ცოტა დამტვერილი, მაგრამ მაინც ისევ ისეთი, მაშინ წლების წინ რომ იყო...
იქ, სადაც ყოველ დილით, 6 საათზე, ეკლესიის ზარი გაღვიძებს და მერე ძალიანაც რომ გინდოდეს ვერ დაიძინებ, იმიტომ რომ ამ დროს მთელი სოფელი იღვიძებს და ყველა ოჯახი ეზოში, ხმამაღლა გეგმავს დღეს.. მერე ასე უნებურად ხდები ყველას ცხოვრების მოწმე და ხანდახან ბრაზდები, შენს ცხოვრებაშიც რომ უნდათ შემოჭყეტვა....
მერე ყველაფერი ისე მიდის, წლების წინ რომ იყო...დილით მთელს უბანში ისევ გროვდებიან და ქვეყნის ავ-კარგზე მსჯელობენ... მეზობელს ისევ მოაქვს ტოლჩით ახალმოწველილი ქაფქაფა რძე და დედაც ისევ გეკითხება, ცხელი რძე გირჩევნია თუ ცივი მაწონი, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად იცის რძეს არ სვამ და მაწონი უნდა სთხოვო... ისევ ეცინებათ ცივი წყლით პირს რომ ვერ იბან და მაგიდაზე ისევ გხვდება ცხელი საუზმე ...
აივნიდან ისევ მოჩანს ნახევარი სოფელი, ოღონდ სახლები აღარაა ისეთი ლამაზი, ბავშვობაში რომ იყო, სახურავებს საღებავები გადასვლია, ფანჯრები გაშავებულა და ღობეები მორყეულა... მერე, რომ ღამდება, მხოლოდ რამდენიმე ოჯახში ინთება შუქი და ხვდები, რომ ამ სახლებს უმრავლესობას უპატრონობა იმიტომ ემჩნევა, რომ მართლა უპატრონოა და მართალია, როცა ამბობენ, რომ სოფელში ცხოვრება არავის უნდა....
შენ კი ახლა ძალიან კარგად ხარ და გიკვირს, ადამიანები ასე რატომ ფიქრობენ.... და საერთოდ, რატომ მიატოვეს სოფელი... მერე ბრაზდები, რომ გეკითხებიან გაყიდი თუ არა ამ სახლს ოდესმე და ცდილობ აუხსნა, რომ ეს შენი ბავშვობაა, შენი ცხოვრების, შენი სხეულის ნაწილია და მისი მოშორება შეუძლებელია.....
ხოდა, ადამიანებო, მე მგონია, რომ ზოგჯერ, არა ზოგჯერ კი არა, ხშირად, რაღაცეები კარგად რომ დაალაგო, დაკარგული ღირებულებები დაიბრუნო, სიცოცხლე შეიგრძნო და უბრალოდ, „მშვიდი ჰაერით“ ისუნთქო ცოტა ხნით ბავშვობის ადგილებს უნდა დაუბრუნდე... იმიტომ, რომ იქ სხვანაირი ჰაერი და წყალია, სხვანაირი სუნია, სხვანაირად თენდება და ღამდება, იქ ცაც სხვანაირია, საერთოდ, იქ სხვანაირად იწყებ ფიქრს... და ხვდები, რომ ირგვლივ ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ შენ არ გინდა ამის გაგება ...
პ.ს. დღეს საღამოს ჩემი საზაფხულო ფილმების მარაგიდან ბოლო ფილმი ვნახეთ და ერთ-ერთი გმირი ამბობდა: „თუ გინდა იყო ბედნიერი, იყავი“ . ხოდა ამიტომ, უბრალოდ, თუ გინდათ რომ იყოთ ბედნიერები, იყავით... ეს არც ისე რთულია და არც ისე ბევრი რამეა ამისთვის საჭირო...
ესეც დაპირებული მულტიმედია, ჩემი სოფლის ფოტოებით:)
აქაც მცირე ინფორმაცია სოფელზე.
იქ, სადაც ყოველ დილით, 6 საათზე, ეკლესიის ზარი გაღვიძებს და მერე ძალიანაც რომ გინდოდეს ვერ დაიძინებ, იმიტომ რომ ამ დროს მთელი სოფელი იღვიძებს და ყველა ოჯახი ეზოში, ხმამაღლა გეგმავს დღეს.. მერე ასე უნებურად ხდები ყველას ცხოვრების მოწმე და ხანდახან ბრაზდები, შენს ცხოვრებაშიც რომ უნდათ შემოჭყეტვა....
მერე ყველაფერი ისე მიდის, წლების წინ რომ იყო...დილით მთელს უბანში ისევ გროვდებიან და ქვეყნის ავ-კარგზე მსჯელობენ... მეზობელს ისევ მოაქვს ტოლჩით ახალმოწველილი ქაფქაფა რძე და დედაც ისევ გეკითხება, ცხელი რძე გირჩევნია თუ ცივი მაწონი, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად იცის რძეს არ სვამ და მაწონი უნდა სთხოვო... ისევ ეცინებათ ცივი წყლით პირს რომ ვერ იბან და მაგიდაზე ისევ გხვდება ცხელი საუზმე ...
აივნიდან ისევ მოჩანს ნახევარი სოფელი, ოღონდ სახლები აღარაა ისეთი ლამაზი, ბავშვობაში რომ იყო, სახურავებს საღებავები გადასვლია, ფანჯრები გაშავებულა და ღობეები მორყეულა... მერე, რომ ღამდება, მხოლოდ რამდენიმე ოჯახში ინთება შუქი და ხვდები, რომ ამ სახლებს უმრავლესობას უპატრონობა იმიტომ ემჩნევა, რომ მართლა უპატრონოა და მართალია, როცა ამბობენ, რომ სოფელში ცხოვრება არავის უნდა....
შენ კი ახლა ძალიან კარგად ხარ და გიკვირს, ადამიანები ასე რატომ ფიქრობენ.... და საერთოდ, რატომ მიატოვეს სოფელი... მერე ბრაზდები, რომ გეკითხებიან გაყიდი თუ არა ამ სახლს ოდესმე და ცდილობ აუხსნა, რომ ეს შენი ბავშვობაა, შენი ცხოვრების, შენი სხეულის ნაწილია და მისი მოშორება შეუძლებელია.....
პ.ს. დღეს საღამოს ჩემი საზაფხულო ფილმების მარაგიდან ბოლო ფილმი ვნახეთ და ერთ-ერთი გმირი ამბობდა: „თუ გინდა იყო ბედნიერი, იყავი“ . ხოდა ამიტომ, უბრალოდ, თუ გინდათ რომ იყოთ ბედნიერები, იყავით... ეს არც ისე რთულია და არც ისე ბევრი რამეა ამისთვის საჭირო...
ესეც დაპირებული მულტიმედია, ჩემი სოფლის ფოტოებით:)
აქაც მცირე ინფორმაცია სოფელზე.
16 comments:
როგორი ნაცნობი განცდაა..
ძალიან ვბრაზდები, როცა სახლის ყიდვის მსურველები მოდიან, ან მეზობლები მეკითხებიან.
და ბოლო დროს უფრო და უფრო ხშირად მინდება თბილისიდან გადასახლება.
ლამაზია და სევდიანი ...
ყოჩაღ, ნინო! ძალიან კარგი მულტიმედიაა. ბლოგიც... ისე რა სოფელია?
@ Keti, ხო, მეც ძალიან ვბრაზდები. რატომღაც ჰგონიათ, რომ თუ აღარ ცხოვრობ, ე.ი. აღარ გინდა. არადა ისე კარგად არსად არ ვარ, როგორც ჩემი ბავშვობის სახლში.
@ქეთი, სოფელიც ეგეთია, სევდიანი და ლამაზი.
@თემო მასწ:) დიდი მადლობა, კარგი სკოლა მაქვს გავლილი)) ლექციაზე ხომ ვთქვი ბევრი იდეები მაქვს-თქო, ეს პირველი იყო, აწი უკეთეს მულტიმედიებს გავაკეთებ.
ადიგენის რაიონის სოფელი უდე, უი, არსად არ მაქვს ნახსენები, ცუდია, ჩავამატებ ახლა პოსტის ბოლოშიც :((
აქ შეგიძლია ნახო ინფორმაცია:
http://ka.wikipedia.org/wiki/უდე
მშვენიერი სოფელი გქონია!ბავშვობა გურჯაანში გავატარე,რომელიც ქალაქია,მაგრამ სოფლისთვის დამახასიათებელი ცხოვრებით ცხოვრობს..მშვიდი და თბილი...ყოველთვის როცა ჩემს ბავშვობის სახლში ჩავდივარ განსაკუთრებულ ემოციებით ვიმუხტები და პატარა ბავშვივით მიხარია...
magaria ni,ai isetia me ro mikvars, tan imdenad chemi iko ro chemi "upatronod" datovebuli saxli momenatra,ara sul menatreba mara am wutas gansakutrebit, parizshi kvela bednierad grdznobs tavso,tu masea chemi parizi chemi udea.
www.ude.ge
@ თორნიკე, ეგრე იცის ბავშვობის ადგილებმა, სხვანაირი ემოცია მოჰყვება მუდამ.
@zura, კარგია შენი სახლი რომ გაგახსენა და მოგანატრა.
ჰეჰ, +1 :D
ჩემი სოფელიცაა ეგა :D
@ Chaotic, მაგარია! მართლაც რა პატარაა ეს ქვეყანა. ნეტავ ხომ არ გიცნობ? :((
არ მგონია, 8 წელია აღარ ვყოფილვარ სოფელში.
ისე, მეტა: ობოლაშვილები :D
პეტაშვილებიც :D
აი, მაგ ეკლესიიდან ერთ დაღმართს უნდა ჩაუყვე და თუ სწორად მახსოვს, ბაბუაჩემის სახლამდე ჩაგროდები :D ნებით ჩასვლა ჭირს :D
ვერ ვხვდები:(( ძალიან ცოტა ადამიანებს ვიცნობ სოფელში, მხოლოდ ზაფხულობით ვარ ცოტა ხნით და ამის ბრალია ალბათ.
თუმცა რა მნიშვნელობა აქვს))
თუ არ ვცდები და მთვლელები არ მატყუებს, გერმანიაში ხარ ახლა, ხო?
Damtba:) mec dzalian miyvars chemi sofeli da axla dzalian mominda iq viyo.
Kargi gogo xar:)
@anonymous, მადლობა :) გაწითლებულთავდახრილდარცხვენილისმაილი))
xalxo es chemi sofeliaaaaaa... me udeli var da meamayebaaaaaa
miyvars ude da udelebiiiiiii
ბავშვობა და სოფლის სურნელი გამახსენდა, დაისის ჟამს... გვარების ძებნამ მომიყვანა ამ პოსტზე.მოგვიანებით, მაგრამ მაინც მინდა მადლობა გადაგიხადოთ...
Post a Comment