„მეძველმანობა“ და წერილები

ასე მგონია, უცნაური ახირებები ყველა ბავშვს სჭირს, მეც მჭირდა, თანაც არაერთი.... მაგალითად, ვაგროვებდი ათას უსარგებლო ბრჭყვიალა და ბრდღვიალა ნივთს, ყუთს, გაფუჭებულ სამკაულს, მისალოც ბარათებს, ე.წ. „ატრეტკებს“, კონვერტებს, გაზეთებიდან ვჭრიდი რაღაცეებს, რაც მომეწონებოდა, ვინახავდი შოკოლადის გარეკანს, რომელზეც მაშინდელი სერიალების გმირები და რუსული ესტრადის მომღერლები იყვნენ გამოსახული...

ოკლედ ვაგროვებდი ყველაფერს, განურჩევლად ზომის, ფორმისა და მდგომარეობისა და ერთ ჩანთაში ლამაზად ჩალაგებულს ვინახავდი.... 

მერე ეს ჩანთა ისე გაივსო, რომ მთელი ძალა მჭირდებოდა მისი „ზმეიკა“ რომ შემეკრა... დედაჩემი მეძველმანეს მეძახდა, ოღონდ არასოდეს არაფერი აუკრძალავს და მითუმეტეს, არც უფიქრია გადაეგდო ხანდახან უადგილოდ დატოვებული ჩემი „გაძეძგილი“ ჩანთა....


იმ ჩანთაში წერილებსაც ვინახავდი, ალბათ ყველაზე მეტი წერილი იდო... ზეპირად მახსოვს ყველა წერილის შინაარსი, რომელი როდის დავწერე, ვის ვისთან გავატანე, ვისგან და როდის მივიღე და ასე შემდეგ...

მახსოვს, რომ ვწერდით მეგობრები ერთმანეთს ყველაზე და ყველაფერზე, ვწერდით ერთმანეთს გაკვეთილებზე... ვწერდით მერეც, მაღალ კლასებში ზოგი სხვა სკოლაში და სხვა ქალაქში რომ წავიდა სასწავლებლად.... მერე წერილების შინაარსი უფრო გასერიოზულდა და მოცულობაც გაიზარდა. სხვაგან წასულ მეგობარს ვწერდით, რა ხდებოდა სკოლაში, სკოლის გარეთ, დეტალურად ვიხილავდით ყველა ამბავს... ყველა წერილი მთავრდებოდა ფრაზით, რომ სულმოუთქმელად ველოდით მის წერილსაც... მახსოვს, ბოლოში ყველა წერილს ვაწერდი თარიღს, დროს და ინიციალებს.

მერე, სტუდენტობის პერიოდში ერთი დღე გვქონდა, უნივერსიტეტში ვდგამდით ყუთს და იქ ვყრიდით წერილებს.... მახსოვს, მთელი სტუდენტობა დარბაზში იკრიბებოდა და სულმოუთქმელად ველოდით ხოლმე იმ ყუთის გახსნას.... იმდენი გახარებული სახე მიდგას თვალწინ იმ დღიდან....

აღარ მახსოვს ბოლო წერილი როდის დავწერე. ასე მგონია, ახლა წერილებს არც არავინ წერს და წერილის წერის ტრადიცია მოკლეტექსტურმა შეტყობინებებმა ჩაანაცვლა. ოღონდ  მასში ისე ვერ ვდებ სულსა და გულს, წერილში რომ ვდებდი და არც ის განცდა მაქვს სმს-ის გაგზავნა-მიღებისას, „ წერილების ეპოქაში“ რომ მქონდა... 
ხვალ, ზაფხულის მეორე თვის პირველი კვირა დღეს, ქარის მოტანილი წერილების დღეა.... დაწერეთ წერილი ნებისმიერი ფორმის, ზომის, შინაარსის, ლექსად, მოთხრობად... და გაატანეთ ქარს
  • დატოვეთ ავტობუსებში, მარშუტკებში, სკვერებში სკამებზე.
  • დატოვეთ კაფეებში.
  • დაუტოვეთ ტაქსისტებს, რომ მისცენ შემდეგ მგზავრს.
  • გაატანეთ ბავშვებს, რომ მისცენ პირველივე შემხვედრს.
  • ადაკეცეთ ფურცელი, დააწერეთ "ქარის მოტანილი წერილი" და გაუშვით.
  •  ვისაც სახლიდან ეზარება გამოსვლა, გააკეთეთ ქაღალდის თვითმფრინავი და ისე გაუშვით. 
    ნუ დააკონკრეტებთ ადრესატს და ავტორს, რადგან არ იცით, ვისთან მიიტანს ქარი.
უბრალოდ დაწერეთ , გამოდით ქუჩაში და გაატანეთ ქარს....
სადაც არ უნდა იყოთ, რომელ ქალაქშიც, სოფელშიც, კუნძულზეც, უბრალოდ გააკეთეთ ეს.
დაახლოებით ასეთი შინაარსის ღონისძიება გავრცელდა დღეს ფეისბუქზე, ამან გამახსენა წერილები და ბავშვობა და ისე მომხიბლა იდეამ, ცოტა ხნით გვერდზე გადავდე საქმე, ბავშვობაში დასაბრუნებლად....

... დავწერ, ალბათ ხელით, რადგან ასე მგონია, ხელით ლამაზად დაწერილ წერილს სხვა ხიბლი აქვს... დავწერ და გავატან ქარს.... რას დავწერ არ ვიცი... ოღონდ ალბათ ისევე დავასრულებ, ბავშვობაში რომ ვიცოდი.... დავწერ და დაველოდები ქარის მოტანილ წერილს....


თქვენც დაწერეთ, მართლა ძალიან მაგარი იდეაა...

8 comments:

ნასტასია said...

აი, ზაან მომწონს ეგ აქცია და ზუსტად ვიცი რო დავწერ, აუტანლად მიყვარს წერილები და იმიტომ, მაგრამ თან მინდა რომ მეც მომიტანოს ქარმა ერთი და როგორ უნდა მომიტანოს, ეგ არ ვიცი :დ

ქეთი said...

წერილების იდეა ხომ მომწონს და პოსტიც ძალიან :)

ქეთი said...

ისე, მარტო წერილებს კი არა, იმდენ რამეს გავატანდი ქარს...

ნინო said...

@ნასტასია, მეც ძალიან მომეწონა. მართლა რაღაც რიტუალივით იყო წერილების წერა. ისე მიყვარდა, ვიჯექი და ლამაზი ასოებით ვწერდი,ყველა გრამატიკული ნორმის დაცვით )) მეც მინდა რო მომიტანოს ქარმა და იმედია, რომ მომიტანს კიდეც )) ხვალ მაინც იმდენი სახეტიალო მაქვს.

ისე, რა მაგარი იქნება, ქარი რომ იყოს და უამრავი წერილი დაფრინავდეს ჰაერში :)

@ქეთი, მადლობა და გაიხარე :*. კი არადა, დაწერე წერილი და გაუშვი შენც. ხო, ქარს მეც ბევრ რამეს გავატანდი, ძალიან ბევრს))

xissunianisaxli said...

გავატანე )

ნინო said...

@xissunianisaxli მეც გავატანე :)))

Anonymous said...

კარგად მახსოვს უნივერსტეტში 15 აპრილს ყუთს რომ ვდგამდით, რამდენი წერილი დამიწერია ვინ იცის:)) მერე იმ ყუთში ვათავსებდი, მერე ჩემი წერილების ადრესატის სახეს ვაფიქსირებდი, ნეტა ახლა რას ფიქრობს თქო?:))) ეეეეჰჰ კაი იყო...კარგად ვერთობოდი, ჩემთანაც ბევრი წერილი მოსულა და დღემდე ვინახავ:))

კარგი იდეაა:) მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ჩემს ქალაქში ამას არავინ გააკეთებს:((((

თაკო...

ნინო said...

@თაკო, ხო, უნივერსიტეტის ამბავი მეც კარგად მახსოვს)) ხანდახან ვინმეს ვეხუმრებოდით და უცნაურ წერილებს ვწერდით, მერე მის რეაქციებზე ვხალისობდით ხოლმე ))მე გავუშვი წერილი. ოღონდ არ მიმიღია, თუმცა ძალიან მინდოდა მიმეღო :)