ჯანდაცვის ამბები

ზოგჯერ შეიძლება ვიყოთ დილეტანტები

ჯანდაცვა გაზეთის ყველაზემტკივნეულირუბრიკაა, “მტკივნეულიაიმიტომ, რომ ამ სფეროში მუშაობისას ყველაზე მეტად გიწევსშეჯახებაუცნაურ და რთული ტერმინებთან.

დილეტანტური შეკითხვები რომ არ დასვა, სანამ მასალის მოსამზადებლად წახვალ, ყველა სამედიცინო ვებ-გვერდი უნდაგადაქექოდა ტერმინებში გაერკვე. თუმცა ეს ყოველთვის არ ხერხდება და შედეგებიც სახეზეა: ზოგჯერ სასაცილო, ზოგჯერ კი მტკივნეული.

 სად გიწერია კითხვები?!

რატომ მიაჩნია როლანდი მაისურაძეს, რომ ინტერვიუზე მოუმზადებელი მივედი.

ნათია ნებიერიძე.

იმ კვირის თემა ქალაქისაქილევსის ქუსლადქცეული მაწანწალა ძაღლები იყო. მასალა მე უნდა მომემზადებინა და სტატისტიკური მონაცემების გასაგებად ახალციხის რაიონულ საავადმყოფოს მივაკითხე.

მნიშვნელობა არ აქვს, რა საკითხზე ვარტ მისული საავადმყოფოში, რატომღაც მუდამ როლანდი მაისურაძესთან გვაგზავნიან. ასე მოხდა ამჯერადაც და ჩემსა და ექიმს შორის ასეთი დიალოგი შედგა. 

- ბატონო როლანდი, მაინტერესებს წლევანდელი მონაცემები, ძაღლით დაკბენის რამდენი შემთხვევაა დაფიქსირებული; რა შემთხვევაში კეთდება და რა ჯდება ცოფის საწინააღმდეგო აცრა და გარდა ძაღლისა რანმდენად საშიშია სხვა შინაური ცხოველების ნაკბენი?

- თქვენ იცით, რომ როცა რესპოდენტთან მიდიხართ კითხვები უნდა გეწეროთ?

- დიახ, რა თქმა უნდა. მე ეს კითხვები ჩემსბლოკნოტშიმაქვს მონიშნული.

- რა გაინტერესებს წესიერად ჩამომიყალიბე! მომზადებული უნდა მოხვიდე აქ, იმდენიც არ იცი, რომ გარდა ძაღლებისა ცოფი შეიძლება კატის და თაგვის ნაკბენმაც გამოიწვიოს! – ხმას აუწია ექიმმა.

- ამის გარკვევა მინდა ზუსტად და ამიტომაც ვარ აქ, იქნებ მონაცემები მომცეთ, - მუდარა გაერია ჩემს ხმაში

მოულოდნელად მან სამედიცინო ჟურნალი დამიდო: აგერაა ყველაფერი და ამოწერე რაც გინდა

- “ბატონო როლანდ ეს თქვენი მოვალეობაა, მე რა ხელი მაქვს სამედიცინო ჟურნალთან, თუ არ მაძლევთ მონაცემებს მე წავალ”, - ვუთხარი და ვიგრძენი, რომ ტირილს ძლივს ვიკავებდი.

- გაუნათლებელი ხარ, არც კი იცი რა გინდა! რა მონაცემებს ითხოვ წელიწადი ჯერ არ დამთავრებულა, წახვალ ახლა და დაწერ მონაცემები არ მომცესო, ამაშია მთელი თქვენი ინტრიგა. წადი, ვინ გეხვეწებოდა რომ მოდიოდი, - ხმას თანდათან უწევდა ექიმი და ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა რესპონდენტის კაბინეტიდან ატირებული გამოვედი.

ჩემთვის ესეც კომენტარი იყო, თუმცა, უპირატესობით არ მისარგებლია... მასალა ექიმის ამ კომენტარის გარეშე გავიდა.


კოლიინდექსი იცი რა არის?!

რატომ მიჩნდება ზოგჯერ სურვილი რესპონდენტებს ჟურნალისტური ჟანრებისა და ხერხების შესახებ ვკითხო.

ნინო ნარიმანიშვილი

დაბა ადიგენში მასალის მოსამზადებლად ასულებმა გავიგეთ, რომ მოსახლეობას დაბინძურებული სასმელი წყალი მიეწოდებოდა. დრო არ გვქონდა იმისათვის, რომ მოგვეძიებინა რითი იზომება სასმელი წყლის სისუფთავე და რა ნორმებს უნდა აკმაყოფილებდეს, რომ სასმელად ვარგისად ჩაითვალოს. მოსახლეობა გამოვკითხეთ და პასუხის მისაღებად კომპეტენტურ უწყებას მივაკითხეთ, ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამსახურს.

გვაინტერესებდა მოხდა თუ არა სასმელი წყლის ლაბორატორიული შემოწმება, ვარგისი იყო თუ არა დასალევად და ხომ არ არსებობდა რაიმე ინფექციის გავრცელების საფრთხე.

არ ვიცი კითხვა სწორად ვერ ჩამოვაყალიბეთ თუ სხვაზე გაბრაზებულ სამსახურის უფროსს ჩვენ შევრჩით ხელში....

- გოგოოოო! კოლიინდექსი იცი რა არის?! - თითქმის გვიყვირა გაღიზიანებულმა. მას შემდეგ იმ რესპონდენტთან ინტერვიუ აღარ ჩაგვიწერია.

ეს ისეთი შემთხვევაა, როცა სურვილი გამჩენია რესპონდენტს ვკითხო იცის თუ არა რა არის ლიდი, შუმი, სინქრონი, ფიჩერსი, რეპორტაჟი, ბეგ-რაუნდი და ასე შემდეგ...

ზარი უროლოგთან?!

რა შეიძლება მოხდეს, თუ მობილური ტელეფონის ადრესატების წიგნში ბევრი თამუნაა.

თამუნა უჩიძე

ეს ისტორია დაახლოებით ორი კვირის წინ შემემთხვა. ერთ დილას სამსახურში მიმავალს რაიონული საავადმყოფოს დირექტორმა დავით მაისურაძემ დამირეკა. ვიდრე ტელეფონს ვუპასუხებდი, ვეცადე გამეაზრებინა რატომ შეეძლო დაერეკა საავადმყოფოს დირექტორს და გონებაში ყველა იმ სტატიასგადავხედე”, რაც ამ ბოლო დროს დავწერე. ჯანდაცვაზე მხოლოდ ერთი იყო, ეგრეთ წოდებულ ღორის გრიპზე. ორშაბათი იყო, დილის 11 საათი, ანუ ახალი ნომერი ჯერ ქსელში გასული არ იქნებოდა. ჩემი სტატია კი ზუსტად ამ ნომერში უნდა დაბეჭდილიყო.

რამდენიმე ზარის შემდეგ საკმაოდ შემცბარმა ვუპასუხე. დავით მაისურაძემ ჯერ მომიკითხა, შემდეგ კი მითხრა, რომ ჩემთან ერთი პროფესიული კითხვა ჰქონდა. გამიკვირდა რაში აინტერესებდა ყელ-ყურის ექიმს ჟურნალისტური საკითხები, თუმცა არ შევიმჩნიე და ღიმილიანი  ტონით ვუთხარი მკითხეთ-თქო, რასაც დავით მაისურაძისგან ისეთი სხაპასხუპით დასმული შეკითხვა მოჰყვა, ყველა ჟურნალისტს შეშურდებოდა:

- ერთი პაციენტია, ვენერიული დაავადება აქვს, უკვე დაეწყო გამონადენი და გამონაყარი, რა ვქნათ, ამოხვალ თუ...

გაოცებისაგან ისე დავიბენი, რომ პასუხის გაცემაც ვერ მოვახერხე. რომც მომენდომებინა, ისე სულმოუთქმელად მეუბნებოდა, სიტყვას ვერჩავაკვეხებდი”. ვენერიულ დაავადებაზე კიდევ ბევრი რამ მოვისმინე და როგორც კი შეკითხვები დაამთავრა, ლამის გულწასულმა ვუთხარი:  

- ბატონო დავით, მე თამუნა უჩიძე ვარ, ჟურნალისტი, თამუნა უჩიძე... 


პნევმონიაუხარისხოკურტკა

როგორგამილანძღადავით ბაშარულმა ქურთუკი, რომლითაც ვიპრანჭებოდი და უცნაური პასუხი კითხვაზე რა არის პნევმონია.

მანანა სარაშვილი

მოსახლეობისგან შემოსულ კითხვებზე პასუხები რომ მოვიძიო, არაერთ ექიმთან მიწევს მისვლა. უკვე ისე გავერკვიე სამედიცინო საკითხებში, მალე ალბათ დიაგნოზის დასმასაც შევძლებ და პასუხებსაც თავად გავცემ. თუნდაც ისეთს, ერთხელ ფტიზიატრმა დავით ბაშარულმა რომ მიპასუხა.

ერთ-ერთი მკითხველი ითხოვდა პასუხს კითხვაზე რა არის პნევმონია, რა იწვევს, როგორ უნდა დავიცვათ თავი და ასე შემდეგ. კითხვა მოვინიშნე და პასუხის მისაღებად დავით ბაშარულს მივაკითხე.

მე კითხვას უკვე მეორედ ვიმეორებ და პასუხს მოუთმენლად ველოდები, ექიმი კი დუმს და ყურადღებიტ აკვირდება ჩემს ჩაცმულობას. შემოდგომაა, არც თუ ისე თბილად მაცვია. ვაპირებ მესამედ შევუბრუნო კითხვა ექიმს და მოულოდნელად მეუბნება:

- შენ რა, გგონია ახლა თბილად გაცვია?! ისეთიკურტკაჩაგიცვამს სიცხეში ჰაერს არ ატარებს, სიცივეში კიდევ ცივია. აი, ეგ არის პნევმონია.

იმ მოქალაქეს ვინც ეს კითხვა გამოგვიგზავნა, დღემდე არ მიუღია პასუხი კითხვაზე, რა არის პნევმონია.

No comments: