მე(გა)ზაფხულება

აღარ მეჯდომება სამსახურში
აღარ მცივა და მეპლიტება…

აღარ მიჩერდება ფიქრი ფეისბუქში,
აღარ მეგუგლება გუგლში…

აღარც ჩაი მინდა, აღარც ყავა, 
აღარც კაშნე ყელზე, დათბილული…

აღარ მინდა კაბა კოჭებამდე,
აღარც დახურული მაისური…

აღარ მეყინება წამწამზე ცრემლი,
ჩექმაში ფეხი და ჯიბეში ხელი …

აღარ მიჩერდება გული საგულეში,
აღარც საფულეში ფული…. 

სარდაფში ჩავყარე ყვითელი ‘’ლიჟები’’ 
სკივრში გამოვკეტე ‘’უშანკა’’ ქუდი….

სხეულს მოენატრა ფერადი ბიუსჰალტერი
ზღვა, მზე, სიშიშვლე და ცივი ლუდი

მე(გა)ზაფხულება!!!

11 comments:

Anonymous said...

მინდა გითხრა რომ არაჩვეულებრივია ჩემო ლამაზო..:))

მატასი said...

აღარც მეწოლება მარტო საწოლში და
სხეულიც ვეღარ იტევს ზედმეტ ტანსაცმელს,ვერც დღე, ვერც ღამე.
იღონე რამე, იღონე რამეეეეეეეეეეე

ნინო said...

მადლობა ჩემო ანონიმუსო:) სახელიც მიაწერე ხოლმე რა:)

ნინო said...

``აღარც მეწოლება მარტო საწოლში და
სხეულიც ვეღარ იტევს ზედმეტ ტანსაცმელს
ღამეც არ თენდება, ისე იწელება,
როგორს წვრილი ძაფი
და ვშიშობ არ გაწყდეს''....

მადლობა მატასი:)

Anonymous said...

მანჩო ვარ....

ნინო said...

მადლობა მანჩო:)

Anonymous said...

ძალიან მომეწონა.....მართლა....

კლინუს....:))))))))

თაკო....

Anonymous said...

ძალიან მომეწონა... მართლა.....

კლინუს...

თაკო....

Anonymous said...

ძალიან მომეწონა....მართლა....

კლინუს...:)))))))

თაკო....

Anonymous said...

:D:D:D:D იმდენად მომეწონა, რომ სამი კომენტარი დავდე...:)))))))

ჩემი ბრალი არ არის...

ნინო said...

:))))) გეტყობა თაკო :))))))) გაიხარე, მადლობა დიიიდი. ეგ ბევრი კომენტი ინტერნეტის პრობლემის გამო ხდება ხოლმე, ანუ, ბევრი რომ იდება ერთდროულად.