ჩემი პირველი ფილმი

      როგორც იქნა მოვიცალე და ბლოგზე ჩემ გადაღებულ ფილმს დავდებ. ფილმი სოფელ აბასთუმანში მცხოვრებ მაჰმადიან მესხებზეა.
        ერთ-ერთ შეხვედრაზე მკითხეს, რატომ შეაჩერე არჩევანი ამ თემაზეო. ალბათ, ეს შეკითხვა კიდევ ბევრს გაუჩნდება. მე კი მარტივად გიპასუხებთ, რომ უბრალოდ შევეცადე ამ ფილმით მეჩვენებინა, რომ ისინი ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან, ძალიან შრომისმოყვარეები, კეთილმეზობლურები და მათი დაბრუნება (და არა ჩამოსახლება)  არანაირ საფრთხეს არ შეიცავს.
            ფილმი აგვისტოში გადავიღე... შვებულებამდე რამდენიმე დღით ადრე.  მახსოვს, როგორ ვნერვიულობდი, მინდოდა კარგი გამოსულიყო.  არც ის დამავიწყდება, როგორ უნდობლად შეგვხვდნენ მე და მეგობარს  ჩემი ფილმის გმირები.  გამოგვკითხეს ვინ ვიყავით, რა გვინდოდა, მერე სადღაც გადარეკეს, რაღაცეები გადაამოწმეს და ბოლოს დაგვთანხმდნენ გადაღებაზე.  ეს არ გამკვირვებია. მაჰმადიან მესხებთან ხშირად მქონია ურთიერთობა, არაერთი სტატია მომიმზადებია და არაერთხელ უთქვამთ, გული გვწყდება თურქ-მესხებს რომ გვეძახიან და ჩვებს შესახებ სტერეოტიპებით საუბრობენო.
       ერთ-ერთ საუბარში ნათესავმა მკითხა, როცა სტატიას წერ, რეპატრიანტებს როგორ მოიხსენიებო, ვუთხარი მაჰმადიან მესხებს,  ან რეპატრიანტებს ვწერ-მეთქი. მერე ინტერნეტში გადავამოწმეთ, თითქმის ყველგან ''თურქი-მესხები'' ეწერა....  
       არ ვუარყოფ, არის ნაწილი, ვინს თავადაც ასე უწოდებს საკუთრ თავს, უფრო მეტიც, მათ ორგანიზაციაც აქვთ, სახელწოდებით ``ვათანი``... მაგრამ ეს მცირე ნაწილია ამ ხალხის, შეიძლება არც თუ ისე მცირე, მაგრამ მაინც გარკვეული ნაწილი ....
     ერთ-ერთ სტატიაში ჩემმა რესპონდენტმა რამდენჯერმე მთხოვა, რეპატრიანტი მესხები თურქ-მესხებად არ მოიხსენიო, ეს ჩვენთვის ძალიან შეურაცხმყოფელი და მტკივნეულიაო....
  სამწუხაროა, რომ პრესაშიც და ტელევიზიაშიც ამ ხალხს მუდამ ``თურქ-მესხებად`` მოიხსენიებენ და ამაზე პრეტენზია მათ გარდა არც არავის უჩნდება.
     

ფილმის ნახვა შეგიძლიათ  ამ მისამართეც. 

2 comments:

siyvarulovna said...

ფილმისთვის არ მიყურებია ჯერჯერობით, თუმცა პოსტიდან გამომდინარე საინტერესო ჩანს.
რაც შეეხხება იმას რომ ”ტურქ-მესხებად” მოიხსენიებენ ჩემი აზრიტ ძალიან დიდი შეცდომაა და უფრო ცუდი ის არის რომ ამას ვერ ვხდებიან. ბევრი რამ არის დამოკიდებული რეპლიკებზე და ზოგადად ჟურნალისტზე.

ნინო said...

მადლობა, რომ მესტუმრე და მადლობა კომენტარისთვის :) გეთანხმები, ჟურნალისტებზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული და ასეთი შეცდომების უფლება არ გვაქვს.