არ ვაპირებ მე ჯერ არსად წასვლას!!

მიყვარს ! ნებისმიერ დროს შემიძლია ვუსმინო. თან სულ მისივე სიტყვა მახსენდება - მშვენიალურია!!!
რამდენიმე დღის წინ მეგობარს ვეუბნებოდი ყველაფერი მიყვარს გომელაურის-მეთქი და გაკვირვებულმა მკითხა, მოიცა, როგორ, სულ, სულ ყველაფერიო? ....  არაფერზე არ ღიზიანდებიო? გამეღიმა... მერე ერთი ინტერვიუ  გადავუგზავნე. საინტერესო დეტალებს იხსენებს გომელაური თავისი ცხოვრებიდან.
ეს ლექსიც ალბათ მასთან ლაპარაკმა გამახსენა. ვიცი, რომ ის შეკითხვა უცებ, დაუფიქრებლად დამისვა... 
ამ რამდენიმე დღის წინ ფეისბუკში ვიღაცამ ინფორმაცია გაავრცელა ნიკო გომელაური დაიღუპაო. ეს უკვე მერამდენედ!   კიდევ კარგი, რომ ტყუილი აღმოჩნდა.

ეს ლექსი ერთგვარი პასუხია ამ ბოლოს გავრცელებულ ამბებზე

....

No comments: