ჩემი სოფელი

ჩემი სახლი სოფელში, რომელიც ახლა ძალიან ლამაზია...

ახლა იქ ყველაფერი მწვანეა და ბალახებისა და ყვავილების დამათრობელი სუნია... ძალიან მომინდა ისევ მქონდეს ეზოში ჰამაკი, მთელი დღეები ვიწვე და ვკითხულობდე.... ხანდახან ვფიქრობ, რომ მატერიალური რაღაცეების გამო ზოგჯერ ადამიანებს ბევრი რამის დათმობა გვიწევს, შეიძლება ეს უბრალო ახირებაც იყოს, ან რაღაცეების არასწორი შეფასება)) არ ვიცი, ოღონდ ვხვდები, რომ რაც დრო გადის მით უფრო მენატრება სოფელი, სიმყუდროვე, მიწის სუნი წვიმის შემდეგ და ვგრძნობ როგორ ძალიან მიყვარს იქაურობა...











პ.ს. ჩემი დის, ქეთის გადაღებულია ეს ფოტოები, მობილურით )) მე რაც გადავიღე აპარატით, წამეშალა ((


ესეც აღდგომამდე ორი კვირით ადრეა გადაღებული :)) ხედი, ჩემი სახლიდან და ეკლესია, რომლის ზარების ხმაც მაღვიძებდა ყოველ დილით. (კომენტარმა გამახსენა ეს ფოტოები)))







6 comments:

Anonymous said...

აუუ მაგარია ძალიან:).....ხანდახან ისე მომინდება სოფელში ყოფნაააააა....ყოველდღე მამლის ყივილი, ქათმების კრიახი და ეზოში დაბმული ბოჩოლას ბღავილი რომ გაღვიძებს....)

ბავშობაში კვერცხის დასადებად საქათმეში შესულ ქათმებს სულმოუთქმენლად ველოდებოდი კვერცხ როდის დადებდნენ რომ პირველი მე ამეღო და ჯერ კიდევ ცხელ-ცხელი ბებიასთვის მიმეტან...) აუუუუ მინდა კიდეეეეეე

მანჩოოოოოო......)

ნინო said...

მეც მენატრება )) მეც მიყვარდა ბევრ კვერცხს რომ ვნახავდი საბუდარში, რამდენჯერ გამტეხია გზაში, სახლამდე ვიდრე მივიტანდი ხოლმე :))

ჩემს სახლთან ეკლესიაა და ყოველ დილით ზარების რეკვა მაღვიძებდა ხოლმე)) ეს მომენატრა კიდევ.

ახლა გამახსენდა, ფილმს რომ ვიღებდი ფოტოებიც გადავიღე, სოფლის ხედი ჩემი სახლიდან და ეკლესია, დავამატებ ახლა იმ ფოტოებსაც.

თორნიკე said...

მგონი ეს ფოტოები გამომრჩა:)ძალიან კარგი ფოტოებია!გული გამითბო და გაზაფხულის მოსვლა მაგრძნობინა!:)

ნინო said...

რაღაც ძალიან, ძალიან ლამაზი ფერებია, აი ისეთი, სიცოცხელს რომ მოგანდომებს. მახალისებს ხოლმე რომ ვუყურებ

tina said...

nino am postis wakiTxvis Semdeg Zalian momenatra cemi sofeli da Cemi da.

ნინო said...

@tina , ახლა მეც ძალიან მენატრება ჩემი სოფელი... იქიდან რომ წამოვედი მერე დავაფასე და ახლა ერთი სული მაქვს ხოლმე შვებულების დრო მოახლოვდეს, ბარგი ჩავალაგო, წავიდე, ეზოში ჰამაკი ისევ დავკიდო და ვინებივრო....

ამ აგვისტოშც წავალ, ახლა ფილმებს ვაგროვებ აგვისტოსთვის, წელს ლეპტოპიც მექნება და სრული ნეტარება მელის))