მე და სხვა



16 იანვარია, ღამის 4 საათი....ყველას სძინავს... ოთახში მშვიდი ფშვინვა ისმის, გარედან წვიმის ხმა შემოდის.... არ მეძინება....  ვზივარ და ვწერ....

საერთოდ ამ ბოლო დროს უძილობა დამჩემდა. ეს ალბათ ფიქრების ბრალია, იმ ფიქრების, დაწოლისთანავე რომ ამეკვიატებიან და მოსვენებას არ მაძლევენ... იწყება, იწყება და აღარ მთავრდება, ვიქექები წარსულში, ჩემი და სხვისი; ვეძებ შეცდომებს, ჩემსას და სხვისას; ვცვლი რაღაცეებს, ჩემთან და სხვასთან; ვგეგმავ ხვალინდელ დღეს, ჩემსას და სხვისას; მერე ფიქრებით ვბრაზდები, ჩემზე და სხვაზე; ფიქრი არ მეშვება და მერე უფრო ვბრაზდები... მერე ისევ ვფიქრობ, ოღონდ უკვე სიზმარში, ხან ფერადად, ხან შავ-თეთრად და არასოდეს მხოლოდ თეთრად.... პერსონაჟი იქაც ორია.... სიზმარშიც ვბრაზდები...

16 იანვარია და წვიმს! უჩვეულო ზამთარია, რაღაცნაირი თბილი, წვიმიანი, გამაბრაზებელი... შარშან ამ დროს თოვლი იყო, შარშნწინაც , იმისწინაც და საერთოდ ამ დროს ყოველთვის თოვლი იყო.....

მინდა მოთოვოს! მიყვარს თოვლი, ყველაფერი თეთრია, თეთრი და ლამაზი.... ფიქრებიც თეთრდება და პერსონაჟების რაოდენობაც ნახევრდება.....

მინდა, ხვალ რომ გავიღვიძებ თოვლი იყოს... თოვლი და მხოლოდ ერთი, თეთრი ნაკვალევი.....

4 comments:

Kathrine Luv said...

mec minda tovli :( ;( da ar modiss :(

ნინო said...

:))))) მადლობა კომენტარისთვის :)) ხო, არ მოდის, არადა მეგონა რომ ძველი ახალი წელი მაინც იქნებოდა თოვლიანი :((((

Anonymous said...

piqrebii.. udzilobaa.. agresiaa.. neta es yvelaperi risi bralia? :):):):))) (25)
maiko :*

ნინო said...

:)))) აქაც არ მასვენებ მაიკოოოოო:)))))