ბედობაც ასეთი უნდა!



ბედობაც მიილია :))) დღეს დამებედააააააა, უკეთესს ვერ ინატრებდა კაცი! ჯერ იყო და პირდაპირ ლოგინზე დამადგნენ სტუმრები და მერე მთელი დღე ჭურჭელი ვრეცხე!

სტუმრები კარგია, სტუმრების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ მთელი დღე წყალში რომ უნდა გქონდეს ხელები და ათასი თეფში, ქვაბი და ტაფა გარეცხო, გაამშრალო, თავის ადგილზე დაალაგო, ეს უკვე აღარ მომწონს!

არადა ისე ტკბილად მეძინა, ვიფიქრე ორი დღეღა დამრჩა , დავტკბები ამ თავისუფლებით, გვიან ავდგები და ბოლოსდაბოლოს დავწერ ამდენ დასაწერებს მეთქი! მაგრამ....

მე მგონი მართლა კარგია, როცა სტუმრები წინასწარ გირეკავენ. არა, არ ვამბობ მოსვლის ნებართვა გვთხოვონ და თავისი საჭმელი წამოიყოლონ, მაგრამ რომ დაერეკათ, პიჟამოსამარა ნამდვილად აღარ დავხვდებოდი:)))

მაგრამ ქართველები ხომ სტუმართმოყვარე ერი ვართ. არ გვაქვს? სტუმრისთვის უნდა გავაჩინოთ! არ გვცალია? სტუმრისთვისუნდა მოვიცალოთ! არ ვართ ხასიათზე? სტუმრისთვის უნდა გავხალისდეთ და ასე:))) მოკლედ ყველაფერი ვიცით, საკუთარი თავის დაფასების და საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრების გარდა!

რაღაც ძალიან გაბრაზებული პოსტი გამომივიდა, მაგრამ მართლა დავიღალე დღეს, თან ამ ბედობას ჭურჭლის რეცხვა რომ დაგებედება, ვერ იქნები კარგ ხასიათზე!

ისე, ვითომ მართალია ეს ბედობა? თქვენ როგორ გგონიათ? ჭურჭლის მრეცხავობას, ოფიციანტობას, ან რამე მსგავსს  ხომ არ მიმზადებს ბედი?

 დედაჩემმი კი ამბობს, დიასახლისობა და ოჯახი დაგებედაო, მაგრამ მე ჩემი ვარაუდი უფრო მგონია :)))

4 comments:

Anonymous said...

მე არ მჯერა ბედობის! :)) ნუ გეშინია, ცუდი არაფერი დაგებედება! ეგ ხალხის მოგონილია:))) რა ბედობა, რის ბედობა!

ნინო said...

დიდი მადლობა კომენტარისთვის :))) კარგი იქნებოდა შენი სახელი რომ მიგეწერა :) ბლოგი თუ არ გაქვს, სახელის მიწერა შეგიძლია:)))

მადლობა, რომ მესტუმრე!

Anonymous said...

არც მე მჯერა ბედობის. თორემ საშინელი სანახაობა უნდა დამებედოს წესით :(
არ გვინდა ნაღვლიანზე და იმედია მხოლოდ სასიამოვნო კამპანიაში ყოფნის მომასწავლებელი იქნება ეს დღეს ;)

ნინო said...

გაიხარე ჩემო კარგო :)))