მოკლედ, ერთი მიზეზი მითხარით და გპირდებით შევიყვარებ:)))
იანვარი რომაა და გადაუღებლად რომ წვიმს, გარეთ თოვლის, სითეთრისა და სილამაზის ნაცვლად მუხლამდე ტალახი რომაა და ქუდისა და ხელთათმნების ნაცვლად ქოლგით რომ უნდა იარო, ეს ხომ მთლად უბედურებად მეჩვენება.((((
თუ წასასვლელი არსად ვარ, კაი, იწვიმოს! (პ.ს. სულ მე მეკითხებიან ზეცაში გავწვიმდე თუ სადმე ხარ გასასვლელიო:)))) ასეთ დროს უნდა დაჯდე სადმე თბილად, ვთქვათ, ბუხართან, პლუს: ბლომად სასუსნავი, დედის მოხარშული ვაშლის კომპოტი, თბილი ფაჩუჩები, მუხლებზე ლეპტოპი, (ინტერნეტი რა თქმა უნდა) და .... ნეტარებაა რააა. მიეთბე ბუხარს და გადაეშვი ვირტუალურ სამყაროში, წერე და იკითხე რამდენიც გინდა. მერე რა, რომ წვიმს, პირიქით, განგაწყობს წვიმის წვეთების მონოტონური წკაპა-წკუპი წერისთვის და წავიდა: წკაპ-წკუპ ფანჯარაზე, წკაპ-წკუპ კლავიატურაზე.....
კარგია, მაგრამ შორია :(((((
დღეს სამსახურში გავედი, 20-დღიანი დასვენება დასრულდა. დღეს დილითაც წვიმდა, თუმცა დილით რა, მთელი ღამე წვიმდა ისევ. ასე მგონია, წვიმის პლანეტაზე ვცხოვრობ და მთელი ცხოვრებაა წვიმს :)
ცოტა არ იყოს გამიჭირდა.:( დილით ძლივს გამაღვიძეს, ხუმრობა ხომ არაა ამდენი ხნის დილისძილს უცებ გამოემშვიდობო და 9 სააათზე გაიღვიძო. ისევ ჩვეულებრივად, ერთი საათი მაღვიძებდნენ და ერთი საათი ვიმეორებდი აი ვდგები, ხო, ვდგები! ავდექი უკვე! და 10 საათზე ძლივს ავდექი:)
მერე ისევ ჩვეულებრივად, ჩაცმა სირბილით (არ ვაჭარბებ:))) , მდუღარე ყავა, გზადაგზა შეკვრა თმის და მანტოს ბოლო ღილის ))) მობილურის ზარი: თამო! გამოვედი, პარკთან გელოდები! შეხვედრა შეხვედრის უცვლელ ადგილზე, გაქცევა სამსახურში და შემხვედრი ნაცნობებისთვის ჩაქროლებით მიძახებული ღიმილიანი გამარჯობა (ოღონდ ღიმილს ვერ ამჩნევენ) :)))) მერე სირბილის რიტმს აყოლილი ქრონიკული მესიჯები: ადგააა! გემზადააა! წამოვიდაააა! სად ხართ! გელოდებით! დროზე! აგვიანებთ! ძილისგუდებო! ზარმაცებო! და ა.შ.
მერე მოკითხვები, თათბირები, დაგეგმვა, სირბილი, წერა და წუწუნი რესპონდენტების მისამართით: მემალება! არ მპასუხობს ტელეფონზე! არ დამხვდა! მესამედ ავასკდი მეხუთე სართულს და კიდევ არ იყო! არ მომცა კომენტარი და ასე შემდეგ! (ოღონდ ეს სულ ასე არ არის, საბედნიეროდ! :))))
მოკლედ, მუშაობა განვაახლეთ დღეს და მივხვდი, მომნატრებია. მივხვდი, როგორ მოვდუნებულვარ ამ 20 დღეში, როგორ ჩამოვრჩენილვარ მოვლენებს:))) რამდენი რამ მომხდარა და მე არ ვიცოდი! მიხარია, მიხარია, რომ ხვალ ადრე უნდა ავდგე, მიხრია რომ ისევ უნდა გავვარდე ქუჩაში, მიხარია, რომ ყველაფერი მეცოდნიება რაც ხდება და რაც უნდა მოხდეს ისიც! არადა, მეგონა რომ ისევ სახლში მინდოდა.
ისეთი ენერგიული და აჟიტირებული დავბრუნდი სახლში, ალბათ პირველი ერთი საათი გაუჩერებლად ვყვებოდი რაღაცეებს, მონოლოგი მქონდა:)). მომდევნო ერთი საათი მამაჩემთან ერთად ვარჩევდი: უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებს, იუშენკო-ტიმოშენკოს პოზიციებს, 2000 ქართველი ``დამკვირვებლის`` საკითხს, ქართული სოდისა და კუდის ``მოგზაურობის`` ამბებს, ფეისბუკის დისკუსიებს ამ საკითხზე, რეგიონში ბოლო დროს მომხდარ საკადრო ცვლილებებს, მწვანეშარვლიანი პრეზიდენტის გამოსვლას ბაკურიანში და ა.შ. იქამდე, ვიდრე დედაჩემის სახეზე არ წავიკითხე: ნეტა გაჩუმდებოდე! :)))
მერეღა გამახსენდა, რომ ლამის ისევ მანტოთი ვიჯექი და მთელი დღის მშიერი ვიყავი.
სამსახურის გავლენა მაშინაც ვიგრძენი, კომპიუტერთან მისულმა ერთდროულად რომ გავხსენი რამდენიმე საინფორმაციო ვებ-გვერდი. მრცხვენია, მაგარამ ცოდვა გამხელილი სჯობს და... არცერთი მათგანი არ გამიხსნია (წაკითხვაზე ლაპარაკიც ზედმეტია) დასვენების პერიოდში :(((
მაშ ასე, ხვალიდან ისევ ფორმაში ვარ, აგვისტომდე. ვგრძნობ, როგორ ამიჩქროლდა ძარღვებში სისხლი, დამიგრძელდა ყურები და ცხვირი. მაპატიეთ, ზოგჯერ ისევ ``მომესმინება`` სხვისი საუბარი ქუჩაში და ისევ ჩავყოფ ცხვირს სხვის საქმეშიც, თუ ეს საქმე ჩემი საკბილო იქნება და ჩემს ჩარევას მოითხოვს.
ხვალ (უკვე დღეს, რადგან 1:59 აჩვენებს კომპიტერი) უკვე პირველი გასვლა მაქვს, ნათლისღებაა! დილით სოფელ ივლიტაში, ღვთისმშობლის სახლეობის ეკლესიაში დავესწრებით წირვას და მდინარე ფოცხოვზე წყლის კურთხევას.
გილოცავთ ყველას ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს. ღმერთი გფარავდეთ!
No comments:
Post a Comment