ამ ბოლო დროს იმდენს წერენ და ლაპარაკობენ გადაცემაზე ``ღამე შორენესთან``, რომ დღეს გადავწყვიტე მენახა. მაინტერსებდა რა იყო ასეთი, ამდენი ყურადღება და აღშფოთება რომ დაიმსახურა. თუმცა რა, ეს არც მიკვირს, შავი პიარი ხომ ყველაზე მაგარი პიარია.
მოკლედ, კარგად მოვეწყვე ტელევიზორთან და სმენად და თვალებადქცეული მივაჩერდი ცისფერ ეკრანს და ნახევრად შიშველ შორენას.
დღეს ალბათ გამეორება იყო, იმიტომ,რომ ამას წინათ ჩემი მეგობარი მიყვებოდა ზუსტად ამ გადაცემაზე რაღაცას. თუმცა რა, პირველად ვუყურებდი და მაინც ბოლომდე ვუყურე.
არ მინდა ზერელე კრიტიკა გამომივიდეს, არ მაქვს პრეტენზია, რამეზე, უბრალოდ ჩემს მოსაზრებებს დავწერ. პირველი, რა,აც ძალიან გამაღიზიანა, შორენას ყალბი ხმა, ყალბი და უადგილო, ძალით სექსუალური ღიმილი და დაძაბულობაა. ძალიან დაძაბული მომეჩვენა ეკრანზე, არადა ასეთ თამამ განცხადებას რომ აკეთებ (გადაცემას ვგულისხმობ), მინიმუმ კომლექსები მოხსნილი უნდა გქონდეს.
თემა სექსუალური პროფესიები იყო. გადაცემის წამყვანი თავადვე ატარებდა ქუჩაში გამოკითხვას, კითხვა ასე ჟღერდა: ``რომელი პროფესიის ქალი უფრო სექსუალურია`` (ისე, მე მგონი ''რა პროფესიის'' უფრო მართებული იქნებოდა). გამოკითხვისას შორენამ დაასკვნა, რომ ქართველი მამაკაცები სექსუალურ ქალებად მსახიობებს მიიჩნევენ და შესაბამისად, ყველაზე მეტად მსახიობი ქალები მოწონთ.
სექსუალური პროფესიოების ხუთეული ასეთი გამოვიდა:
5 ადგილი - ამინდის პროგნოზის წამყვანი ქალი. და აქვე, შორენას განმარტება: ``მათი ჰაეროვანი მოძრაობა მამაკაცებს ყველაფერს ავიწყებს და მათთვის სულერთია, როგორი ამინდი ელით``?!
4 - პოლიციელი ქალი; მამაკაცსაც უჩნდება სურვილი უსიტყვოდ დაემორჩილოს ქალს და მის მოთხოვნაზე (ეს სიტყვა ხაზგასმით) ამოიღოს (აქაც აქცენტი და პაუზა) საბუთები .... (აღარ გავაგრძელებ)
3 - მასაჯისტი ქალი; კბილებით მასაჯის სიამოვნება და რაღაც ამდაგვარ ბოდვა
2 - მდივანი ქალი; აგერ! ესეც სტერეოტიპი, რომ ყველა მდივანი უფროსის პოტენციური საყვარელია .
1 - მედდა; თეთრი ხალათის ქვეშ დამალული და ასე შემდეგ...
მოკლედ, გიხაროდეთ მედდებო, თქვენ ყველაზე სექსუალურებად გაღიარეს ქართველმა მამაკაცებმა შორენას დასკვნით :))) ჩვენც ამიტომ გვირჩია ალბათ, ზოგჯერ მედდებად ვიქცეთ ლოგინში: ``ეს არ ისე მტკივენული პროცედურაა!! ჩაიწიე შარვალი!`` :))
ახლა წარმოიდგინეთ დაღლილი და განერვიულებული ქმარი რომ მივა სახლში, ერთი სული აქვს, როდის დაიძინებს და ამ დროს ცოლი ეუბნება: პაციენტო!. ჩაიწიე შარვალი!``..:)))))
მოკლედ, არ ვიცი, ეს არის გადაცემა სექსზე, რომელშიც არცერთი კომპეტენტური პირი არ მონაწილეობს და სადაც ავტორიც, წამყვანიც, ჟურნალისტიც, მოქმედი გმირიც და ზოგჯერ ექსპერტიც შორენა ბეგაშვილია (ხუთივე პროფესია მოირგო გადაცემაში) . ერთი სექსოლოგისთვის მაინც ეკითხა აზრი და მისი პირით მოეცა რჩევები, ეკრანიდან რომ გვმოძღვრავდა, როგორ გავიმრავალფეროვნოთ სექსუალური ცხოვრება.
რაღაც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ რაც უნდა იმას აკეთებს და ნაკლებად ფიქრობს იმაზე, გადაცემა სასარგებლო იყოს.
აი მაგალითად, სჯობდა მასაჯების შესახებ სხვა კუთხით მოეწოდებინა ინფორმაცია, ვიდრე მისი მასაჯებისთვის გვეყურებინა და მისი კვნესა გვესმინა...
მე არც კრიტიკოსი ვარ და არც კომპეტენტური, შენიშვნები რომ მივაწოდო გადაცემის პრდიუსერს. არც მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრი ვარ და რომც ვიყო მაინც არ გამოვიდოდი ქუჩაში ლოზუნგებით: გაირყვნა ხალხი! რას გავს ეს შორენა! რას უშვრებით ჩვენს ბავშვებს! და ასე შემდეგ, მაგრამ უბრალოდ პროტესტს იმით გამოვხატავ, რომ ამ გადაცემას აღარ ვუყურებ და თუ ვინმე აზრს მკითხავს, დაახლოებით იმას ვეტყვი, რაც აქ დავწერე. მსგავსი ქმედება საბოლოოდ დასცემს გადაცემის რეიტინგს და ალბათ არხის ხელმძღვანელობაც დაფიქრდება, ღირს თუ არა საეთერო დროის დაკარგვა მსგავსი გადაცემებისთვის.
იმედია, არავინ დამწამებს, რომ ხალხს ბოიკოტისკენ მოუწოდებსო:))) უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი.
No comments:
Post a Comment