წელიწადის ყველა დროს, დღეღამეში ყოველ წამს. . .
რასაც არ მთხოვ გეტყვი ხოს. .
ნუ მთხოვ ოღონდ კაცის კვლას. . .
წელიწადის ყველა დროს, დღეღამეში ყოველ წამს. . .
რასაც არ მთხოვ გეტყვი ხოს. . .
ნუ დამიშლი ოღონდ სმას. . .
წელიწადის ყველა დროს, დღეღამეში ყოველ წამს. . .
რასაც არ მთხოვ გეტყვი ხოს. . .
ოღონდ დარჩი კიდე ხანს. . .
წელიწადის ყველა დროს,დღეღამეში ყოველ წამს. . .
რასაც არ მთხოვ გეტყვი ხოს. . .
მერე რა, რომ ჰკოცნი სხვას. . .
წელიწადის ყველა დროს, დღეღამეში ყოველ წამს. . .
რასაც არ მთხოვ გეტყი ხოს. . .
რა მოხდა, რომ ეჭვი მჭამს. . .
წელიწადის არცერთ დროს, დღეღამეში არცერთ წამს. . .
არაფერზე მეტყვი ხოს. . .
შენი მაინც მუდამ მწამს. . .
ნიკო გომელაური
5 comments:
უბრალოდ ვგიჟდები ამ კაცზე...
მეც:)
ის აქაა და მე ის ძალიან მიყვარს...
:)) მეც
მშვენიალურია!!!
Post a Comment