25 წელი და პირველი საჩუქარი

დღეს 25 წლის გავხდი! იუბილარობა ზოგადად კარგი შეგრძნებაა, რა ჯობია ყველა რომ გილოცავს, გეფერება, ცდილობს გასიამოვნოს. მაგრამ ეს 25 წელი მაინც რაღაც ძალიან განსაკუთრებული მეჩვენება. ასე მგონია ხვალიდან რაღაც ახალი დაიწყება ჩემს ცხოვრებაში და ის ახალი ძალიან განსხვავებული იქნება იმისგან, რაც დღემდე იყო. 

ასე რატომ მეჩვენება არ ვიცი. ალბათ იმან იმოქმედა რომ ძალიან, ძალიან ბევრი მილოცვა მივიღე. არც კი მეგონა ამდენ ადამიანს თუ ახსოვდა ჩემი დაბადების დღე. 

25 წლის წინ, ამ დღეს, საშინელი ამინდი ყოფილა, ქარბუქი. სავადმყოფომდე ვერ მივდიოდით, თოვლში ჩარჩა მანქანებიო, დღემდე იხსენებს ხოლმე მამაჩემი. ამიტომ იყო ბაბუა ქარბუქში დაბადებულს რომ მეძახდა, მწყინდა, მეგონა ეს ცუდი რამ იყო და სულ ვტიროდი, რატომ ვარ მე ქარბუქში დაბადებული-მეთქი. ახლა მეღიმება, რა მატირებდა ნეტა.

გუშინ გადასარევი ამინდი იყო, გაზაფხულის. ახლა თოვს და ქარია:)) არ არსებობს ამ დღეს ქარი რომ არ ამოვარდეს. მეც ისე ვარ მიჩვეული, რაღაც მშობლირივითაა, ასე მგონია მე და ქარბუქი ტყუპები ვართ. :)))

ხასიათიც ამიტომ მაქვს ალბათ ასეთი ცვალებადი, ამინდივით!

ახლა ისეთი სენტიმენტალური ვარ:) ამდენი მილოცვების ბრალია! 


ეს ჩემი პირველი საჩუქარია, ძალიან საყვარელი თოჯინები არიან. მინდა აქ მქონდეს, რომ ყოველთვის გამახსენოს დღევანდელი დღე. 
მადლობა ქეთი!

8 comments:

თინი said...

გილოცავ:)

ნინო said...

დიდი მადლობა თინი :)

nastasia said...

gilocav da bevri bedniereba shen :)

ნინო said...

გაიხარე ნასტასია, დიიიდი, დიიიდი მადლობა:)

Nino said...

გილოცავ, წარმატებებიიიიი! დღეს აღმოვაჩინე შენი ბლოგი, გესტუმრები ხოლმე, მეც ნინო ვარ და ჟურნალისტის დღიური მაქვს :)

ნინო said...

დიდი მადლობა:) ძალიან კარგი. შენი ბლოგი ვიცი, მაგრამ აწი უფრო ``ყურადღებით გესტუმრები`` :)))

ძალიან კარგია რომ შენც ნინო ხარ, შენც ჟურნალისტი ხარ და შენც ბლოგი გაქვს!

ისე, ეს ერთი პოსტის თემაა, ხომ იცი :)

გაიხარე ჩემო კარგო და შენც წარმატებები!

უბრალოდ said...

გილოცავ ცოტა დაგვიანებით!

მეც მიყვარს ყველა მერწული! :*

ნინო said...

დიდი მადლობა:)