წვიმის ქალაქი და ქრონიკული სიარულები

  ბოლო დღეებია ვფიქრობ, რომ ადამიანის ცხოვრებაში რაღაც დროის მერე რაღაც ეტაპები ქრონიკულად ერთნაირი თანამიმდევრობით მეორდება. უბრალოდ, მთავარი გმირები იცვლებიან და ისინი ხან კარგები არიან, ხან კიდევ უფრო კარგები და ხანაც ცუდები.... 
      ასეთ დროს სულ მგონია რომ წრეზე დავდივარ და მერე რაღაც ადგილებს, რომ გავივლი ერთი, ორი, ან სამი წლის წინ გავლილი იგივე ადგილი მახსენდება.
     მერე ვხვდები, რომ ადგილებიც ისევ ისეთია და შეგრძნებებიც და მგონია, რომ ბევრი წლებიც რომ გავიდეს ის ადგილები ისევ ისეთ შეგრძნებებს დამიტოვებს და იქ რამე შეცვლილიც, რომ დამხვდეს, ვიფიქრებ, რომ მეჩვენება....
     ასეა, მესამედ ვიყავი ქუთაისში და ამჯერადაც გადაუღებლად წვიმდა. ქალაქი ამჯერადაც ვერ ვნახე და ვერც ფოტოები გადავიღე...
     და საერთოდაც, მგონია რომ ქუთაისი იუმორის კი არა წვიმის ქალაქია და  სადღაც აუცილებლად უნდა  არსებობდეს წვიმის ქუჩა ...

ასეთი წარმომიდგენია  წვიმის ქუჩა.
        
პ.ს. შაბათ-კვირას ქვემო ქართლში მივდივარ. მინდა მჯეროდეს, რომ იქაც გადაუღებელი წვიმები არ დამხვდება და იქაურ ფოტოებს მაინც დავდებ. მერე ერთდროულად მოგიყვებით მარნეულისა და  ჩემი პირველი წარმატებული პროექტის ამბებს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არასოდეს უნდა გაუშვა შანსები ხელიდან, იმიტომ რომ იგივე წრეზე მეორედაც რომ გაივლი, იგივე შანსი კიდევ უფრო უკეთესად გამოიყენო....

   ... ისევ დამეწყო ქრონიკული სიარულები და სულ უფრო ვრწმუნდები, რომ  არსად ისე კარგად არ ხარ, როგორც შენს, თუნდაც ყველაზე ცუდ სახლში...  და  შენს სახლში, შენი ჭიქიდან დალეული ყველაზე უგემური ჩაიც კი ყველაზე, ყველაზე გემრიელია...

4 comments:

ზიზი said...

სიარული კარგია, მეც მიწევს ხოლმე და კარგია, ბევრ ახალ ადმაიანს ვხვდები და ადგილებს ვნახულობ...

თუმცა "შინ" ყველაზე კარგია!

burbushala said...

გეთანხმებით!!! სახლი ყველაზე მაგარი ადგილია. მიხარია ნინო შენი წარმატებები:*:*

თორნიკე თევზაძე said...

არაჩვეულებრივი წერილია!გურჯაანში დავიბადე და როცა იქ ჩავდივარ განსაკუთრებული ემოციებით ვივსები.ჩემი სახლში ყველაფერს მირჩევნია!

irina said...

კარგია ახალი ქალაქების ნახვა, თუნდაც საქართველოს ფარგლებაში იყოს...
წვიმის ქუჩა კი მომეწონა, ალბათ ქუთაისს ასეთი ქუჩა მოუხდებოდა...