ფარავნის უზარმაზარი ტბა და საშინელი სიცივე აგვისტოში. |
მე ხომ სულ ვამბობ, რომ ხანდახან რაღაც განცდებს, შეგრძნებებს, მოლენებს, ადგილებს, მუსიკასა და წიგნებსაც კი უნდა დაუბრუნდე, რომ მერე შენს ცხოვრებაში რაღაცეები შეცვალო; რაღაც დაამთავრო; რაღაც თავიდან დაიწყო; რაღაცები დააფასო და გადააფასო, ან უბრალოდ მიხვდე, რომ ეს ისაა რაც ძალიან მოგენატრა…
მაგალითად ძალიან მაგარია, როცა ბევრი ხნის (სამი წელი არც ისე ცოტაა ალბათ) მძიმე სამუშაო შაბათების მერე აღმოჩნდება რომ აწი შაბათები სახლში ხარ. მაგარია იმიტომ, რომ შენ შეგიძლია უბრალოდ ბევრი იბოდიალო და არავინ არაფერზე მოგთხოვს პასუხს; ხოდა სანამ ასეთი თავისუფალი შაბათები გაქვს, დროის დაკარგვისა და რაღაც წვრილმანებზე ბევრი ფიქრის უფლება არ გაქვს. იმიტომ, რომ ბევრ ფიქრს ბევრი ცუდი რაღაც მოჰყვება და მერე ბევრ რაღაცაზე ავტომატურად ამბობ უარს. აი ისე მაგალითად, როგორც ბათუმში წასვლაზე თქვი უარი. მერე რა, რომ არაკომპეტენტური ხარ ფილმების ამბავში და ცოდვა გამხელილი ჯობს, ბათუმის კინოფესტივალის გაშუქებაზეც ამიტომ უთხარი საკუთარ თავს უარი. შანსები არასოდეს უნდა გაუშვა ხელიდან, იმიტომ რომ არასოდეს იცი მეორედ გექნება თუ არა იგივე შანსი და საერთოდაც, სისულელეა სხვების გამოცდილებაზე სწავლა, იმიტომ რომ ერთხელ თუ არ ცდი რაღაცას და შეცდომასაც არ დაუშვებ, ისე უბრალოდ ვერასოდეს ვერაფერს ისწავლი.
ამიტომ გაცილებით ჯობია გარისკო და ელოდო პასუხებს, ვიდრე გაუშვა ხელიდან შანსები, გარედან უყურებდე ყველაფერს და ბრაზდებოდე, იმიტომ რომ ასე შენც შეგეძლო გაგეკეთებინა.
ხოდა ასე, ხვალ 15 სექტემბერია და ყველაფერი კარგადაა. მეილები გაგზავნილია, თავის ადგილზეა პროექტიც ( პირველი საავტორო პროექტიJ ), CV-ც ტრენინგში მონაწილეობისთვის და სტატიაც საკონკურსოდ. ახლა ზუსტად ის დროა, პასუხებს რომ უნდა ელოდო და სულაც არაფერი დაშავდება, დადებით პასუხებს თუ ვერ მიიღებ, იმიტომ რომ იმას მაინც მიხვდები, სად იჭედები.
ამიტომ გაცილებით ჯობია გარისკო და ელოდო პასუხებს, ვიდრე გაუშვა ხელიდან შანსები, გარედან უყურებდე ყველაფერს და ბრაზდებოდე, იმიტომ რომ ასე შენც შეგეძლო გაგეკეთებინა.
ხოდა ასე, ხვალ 15 სექტემბერია და ყველაფერი კარგადაა. მეილები გაგზავნილია, თავის ადგილზეა პროექტიც ( პირველი საავტორო პროექტიJ ), CV-ც ტრენინგში მონაწილეობისთვის და სტატიაც საკონკურსოდ. ახლა ზუსტად ის დროა, პასუხებს რომ უნდა ელოდო და სულაც არაფერი დაშავდება, დადებით პასუხებს თუ ვერ მიიღებ, იმიტომ რომ იმას მაინც მიხვდები, სად იჭედები.
წმ.ნინოს სახელობის ეკლესია სოფელ ფოკაში. |
ხოდა მომავალ შაბათ-კვირასაც დიდი ხნის ოცნებას ავიხდენ და ხევსურეთს ვნახავ. იმედია მთელი კვირა წვიმები არ გადაებმება და ტური არ ჩაიშლება; ფოტოები და ემოციები ხევსურეთიდან აუცილებლად იქნება. მანამდე კი, იკითხეთ კინოფესტის ამბები სხვების ბლოგებზე, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა და უყურეთ ჩემს მულტიმედიას ჯავახეთზე....
მინანქრით შესრულებული წმ.ნინოს ხატი. |
პ.ს. ფოკის დედათა მონასტერი ნამდვილი საოცრებაა; პირველად ვნახე მინანქრით შესრულებული ხატები და გავოცდი, ასე ფაქიზად როგორ შეუძლიათ ადამიანებს მუშაობა და უბრალოდ, შემშურდა რომ წარმოვიდგინე რამხელა ნებისყოფა აქვთ; იქვე. ეკლესიის გვერდით პატრიარქის სახლია, ქვებით ძალიან ლამაზად აშენებული და შიგნით ისეთი სიმყუდროვე, სულ გინდა რომ იქიდან არ გამოხვიდე.
ფარავნის ტბა იმხელაა, რომ ვერ ხვდები სად იწყება და სად მთავრდება და რომ ვუყურებდი როგორ ეხეთქებოდა წყალი კლდოვან ნაპირებს, სულ მეგონა რომ აღელვებულ ზღვასთან ვიდექი;
ულამაზესია საღამოს ტბა, რომლის ზედაპირსაც რამდენიმე ფერი აქვს და როგორც ამიხსნეს, საღამოს ტბა ამიტომ ჰქვია, ( მთელი დღე ისეა, როგორც სხვა ტბებია საღამოობით, მზის ჩასვლისას).
ხოდა კიდევ, მაგარია ჯავახეთი, თავისი უცნაური სოფლებით, ეზოებში დიდ გროვებად აღმართული თივებით, კედლებზე დალაგებული წივებით, (გამხმარი ნაკელი, რომელსაც გასათბობად იყენებენ), აგვისტოში მოგუგუნე ღუმელებით და გადავსებული საკალმახეებით. (გავოცდი, როცა ამიხსნეს, რომ კალმახებს თუ მოშივდათ ერთმანეთსაც ჭამენ).
No comments:
Post a Comment