ნაცრისფერი დღე, ნაცრისფერი პეიზაჟი ჩემი ფანჯრიდან, ნაცრისფერი საბავშვო ბაღი ჩემი სამსახურის წინ, ნაცრისფერი მე და ნაცრისფერი ჟაკეტი, რომელიც დღეს ვიყიდე... ყველაფერი ნაცრისფერია.... ხოდა, რაღა გასაკვირია, მთელი დღეა წუწუნის ხასიათზე რომ ვარ ....
.. ზუსტად ისეთი ამინდები დაიწყო მე რომ საშინლად მინდა ჩიტი ვიყო და თბილ ქვეყანაში მივფრინავდე, ან დათვი ვიყო და ხანგრძლივი ძილისთვის ვემზადებოდე...
და კიდევ, ვერაფრით ვეგუები შემოდგომის ჭირვეულობებს, ისე ვიცვამ ფანჯარაში არ ვიხედები, მერე მთელი დღე გაყინულს არაფრის გაკეთების უნარი არ მაქვს და ‘’ჩემს გარემოს’’ დავეძებ... ჩემი გარემო კიდევ არსად არაა, იმიტომ რომ რეალურად მხოლოდ ჩემ წარმოსახვაში არსებობს და არასდროს არსად ყოფილა...
ასეა, ხუთშაბათამდე იწვიმებს, მეც ხუთშაბათამდე ჩიტივით მობუზული ვივლი, ვიწუწუნებ და არაფერს გავაკეთებ... მერე რამდენიმე ღამეს გავათენებ, კვირამდე ყველაფერს მოვასწრებ და კვირა საღამოს ქუთაისში გავვარდები...
ღამის წვიმიანი ქუთაისი |
ესეც ქუთაისია, მაშინაც უძილო წავედი და მაშინაც წვიმდა)) ოღონდ მაშინ გაზაფხული იყო... ხოდა მთელი ღამე წვიმიან ქუთაისში გაწუწულები და მობუზულები დავდიოდით და მერე სიცხიანები დავბრუნდით... ((
იმედია, რომ ახლა არ იწვიმებს და ღამის ქუთაისი მომეწონება....
და კიდევ, იმედია, რომ ნაცრისფერი განწყობა გამივლის და ბოლოს და ბოლოს მივხვდები რომ არც დათვი ვარ, არც ჩიტი და ‘’ჩემი გარემოც’’ მხოლოდ ჩემ წარმოსახვაშია....
მაშინ ეს მტრედებიც იყვნენ ქუთაისში... |
No comments:
Post a Comment