შეცვლილი ტოპონომები; განათლების პრობლემები; ფარულად გაყიდული მიწები; ინფორმაციული ვაკუუმი; სოფელი ორი სახელწოდებით; ძველებური თეთრი ავტობუსი რუსული წარწერით; გუბეებით დაფარული, დანგრეული გზა; ქალები - ზურგზე წყლის კასრებით და მხოლოდ შორიდან მაყურებლის ფუნქციით; „დამუნჯებული“ ბავშვები; ერთადერთი ქართული წარწერა მხოლოდ სკოლაზე და ისიც შეცდომით; სანახევროდ აშენებული მეჩეთი და ძველებურ სამოვარში მოდუღებული ძალიან გემრიელი ჩაი.... - მოკლედ, ამბები ქვემო ქართლიდან ...
დღე პირველი, მარნეული
ორდღიანი ჟურნალისტური მისია ქვემო ქართლში ორგანიზაცია „გოუ ჯგუფის“ ინიციატივით ეწყობა. მიზანი ადგილობრივების პრობლემების ადგილზე გაცნობაა. დაახლოებით ათი ჟურნალისტი ვართ, ყველა სერიოზული მედიასაშუალებიდანაა (თანაც, ჩემს გარდა ყველა ცენტრალურიდან).
- „ეგრე უნდა შეხვიდე ეკლესიაში?“- მეკითხება გაოცებული და ფეხებიდან თავზე გადააქვს მზერა.
- მხოლოდ გარედან გადავიღებ ფოტოებს, აქაური არ ვარ და... - ვცდილობ გავიღიმო, ვეღარ ვბედავ ვკითხო, როდის აშენდა ეს ეკლესია და დანაშაულჩადენილი ადამიანივით მივიპარები.
ეკლესიის კართან წარწერას ვპოულობ და ვიგებ, რომ წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში ვარ, რომელიც 1999-2000 წლებში აშენებულა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და ვინმე ზაზა ლაშხის თაოსნობით.
ეკლესიის კართან წარწერას ვპოულობ და ვიგებ, რომ წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში ვარ, რომელიც 1999-2000 წლებში აშენებულა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და ვინმე ზაზა ლაშხის თაოსნობით.
ადგილობრივებს ჰგონიათ, რომ მხოლოდ ქვემო ქართლში იხურება სკოლები; მხოლოდ აქაა სახელმძღვანელოების პრობლემები; მხოლოდ აქაა ცუდი გზები და მხოლოდ აქ აწუხებთ მიწების არასამართლიანი გადანაწილება. ვცდილობთ ავუხსნათ, რომ იგივე პრობლემებია საქართველოს ყველა მხარეში და მათი არაქართული ეთნიკურობა სულაც არაფერ შუაშია.
პ.ს. შუადღეს ერთ-ერთ კაფეში სადილზე გავედით. სადილობის შემდეგ, კარებში ორი ადამიანი იდგა წყლიანი ბოთლით ხელში. ჩემი ყურადღება მაშინ მიიქციეს, ჩემს წინ მომავალმა „ტოლერანსის“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა ხელები რომ გაუშვირა. მივხვდი მეც იგივე უნდა გამეკეთებინა და ინსტიქტურად გავიშვირე ორივე ხელი....მერე მთელი დღის განმავლობაში გამყვა იმ წყლის სურნელი, რომელმაც ცხიმის სუნი სულ მთლად გადაფარა... ისე მომეწონა, ეს ამბავი ყველას მოვუყევი და მას მერეც სულ ვამბობ, რომ ეს გადასარევი ხერხია ცხიმის, საჭმლის, ლუდისა და ათასი უბედურების სუნი არ გამოგყვეს ჩვენი (ახალციხის) უკონდიციონერო კაფე-რესტორნებიდან გამოსულს...
პ.პ.ს. აქ დაახლოებით ასეთი ტექსტი უნდა: გაგრძელება იქნება :)
1 comment:
საინტერესო წერილია ქვემო ქართლიდან!
რეგიონების უმეტესობაში ინფორმაციული ვაკუუმია,რაც ძალიან ცუდია.რეგიონული გაზეთი მართლა დიდ დროლს თამაშობს ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობაში.
Post a Comment