აწყურის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომლითაც ანდრია პირველწოდებულმა საქართველო გააქრისტიანა
სამლოცველო
აწყურის ღვთისმშობლის ტაძრიდან ახლა მხოლოდ ეს კედლებია დარჩენილი. უგუმბათო ტაძარში ხალხმრავლობა ხშირადაა. მცირე სამლოცველოში ყოველ შაბათს ლოცვაც აღევლინება.
აქ ჯვარსაც არაერთი წყვილი იწერს, - ღია ცის ქვეშ, უგუმბათო ტაძარში, მტრედების ღუღუნის ფონზე....
როდის დაიწყება ტაძრის აღდგენა-რესტავრაცია არავინ იცის. არადა, სპეციალისტები ამბობენ, რომ ამდენ წვიმასა და ქარს კედლები ვეღარ გაუძლებს და მალე ისინიც ჩამოიშლება. მერე ტაძარი, რომელიც ერთ დროს საეპისკოპოსო ცენტრს წარმოადგენდა და საქართველოს ტაძრებს შორის უდიდესი იყო ფართობით, მხოლოდ ისტორიისა და რელიგიის ფურცლებზე, მოგონებად დარჩება...
No comments:
Post a Comment