სულ რამდენიმე საათის წინ, დღის 12 საათზე, ნაციონალურმა მოძრაობამ რეგიონის მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა. ალბათ 15-20-წუთიანი ცერემონიისთვის (კანდიდატების ვინაობები დაასახელა პეტრე ცისკარიშვილმა და დამთავრდა შეხვედრა) გუშინ დაიწყეს მზადება.
სახლში რომ მივდიოდი, თამარ მეფის ძეგლთან, რომელიც ყველაზე კარგი ადგილია ქალაქში, პატარა სცენას აკეთებდნენ, მეგონა რაიმე კონცერტისთვის ამზადებდნენ. არჩევნებს კი დავუკავშირე, ჩემს დას ვუთხარი, ამ ორ თვეში ხშირად გვექნება კონცერტების ''ბედნიერება''-თქო, ოღონდ კანდიდატების წარსადგენად თუ სჭირდებოდათ, რატომღაც არ მეგონა. აქამდე წინასაარჩევნოდ მსგავსი შეხვედრები სხვადასხვა დარბაზში იმართებოდა ხოლმე, ძირითადად მესხეთის სახელმწიფო დრამატაული თეატრის შენობაში.
თეატრის დარბაზი თუ ზუსტად მახსოვს, 350 ადამიანს იტევს. ამ შეხვედრაზე რამდენი ადამიანი იყო არ ვიცი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რომ აქ იყო რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სრული შემადგენლობა, მუნიციპალიტეტის სკოლების უმრავლესობა მოსწავლეებ-მასწავლებლებიანად, ქალაქის რა თქმა უნდა ყველა სკოლა, ახალციხის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები, თვითმმარ-თველობა, რომლის თავმჯდომარეც ძალიან აქტიურობდა და სცენაზეც კი დავინახე დროშებით ხელში, საბავშვო ბაღების პერსონალი, რაიონული პოლიკლინიკის თანამშრომლები და რა თქმა უნდა ძალოვანი უწყებების თანამშრომლები, 350-ზე გაცილებით მეტი გამოვა.
ჩემს უკან სოფელ პამაჯის მასწავლებლები იდგენენ და გავიგე ერთმა პედაგოგმა, (რომელიც ახალციხეში ცხოვრობს და ამ სკოლაში მუშაობს) როგორ უთხრა დირექტორს, თუ ისევ აქ უნდა ჩამოვეყვანეთ, ვეღარ დამირეკე, აღარ ამოვიდოდი სკოლაშიო. მერე იმაზე დაიწყეს საუბარი, რომ ახლა ისევ დაპირებები დაიწყება და მერე არავინ არაფერს გააკეთებს, აბა სად გვაქვს ხელფასი 500 ლარი, ეგრე არ ამბობდნენო. ამასობაში სცენაზე პლაკატი გაშალეს, წარწერით ‘’გასაკეთებელი კიდევ ბევრია’’ და ერთმა, ყველაზე ახალგაზრდა მასწავლებელმა ჩაილაპარაკა, ბევრია, აბა რა, ამდენ ხალხს სამუშაო ადგილები არ უნდაო...
ვიდრე ცისკარიშვილი მოვიდოდა, მანქანით დროშები მოიტანეს, მოსწავლეებს დაურიგეს და სცენაზე აუშვეს. იქვე გაჩნდა ერთი გოგო, რომელიც პატარა დროშებს და წითელ 5 ნომერს არიგებდა (არ ვიცი რა ქვია მაგას, სტიკერის მსგავსი რაღაც). ალბათ ყველა მოსწავლეს პატარა დროშა ეკავა ხელში, ოღონდ ზოგი ხევდა, ზოგი აფრიალებდა, ზოგმა იმწუთში ჩანთისკენ წაიღო.
ყველაფერი რომ დამთავრდა, დარჩა გადათელილი გაზონები და იქაურობა დახეული დროშებისა და 5 ნომრების ნაკუწებით,მზესუმზირის ნარჩენებითა და სიგარეტის ნამწვებით მოიფინა...
დაახლოებით ასე დაიწყო წინაასარჩევნო კამპანია უკვე ოფიციალურად, ისე, არაოფიციალურად დიდი ხანია დაწყებულია, ამას გადათხრილი და მტვერში ამოგანგლული ქალაქი მოწმობს. ცენტრალური პარკი ისე გადათხარეს, რომ გავივლი 2008 წლის აგვისტო მახსენდება ხოლმე და წარმომიდგენია, რომ ზუსტად ასეთი იყო გორი მაშინ....
პ.ს. გადათხრილი ქალაქის ფოტოებსაც გადავიღებ, ფოტოაპარატი რომ ’’მოაღწევს’’ ჩემამდე და მერე იმათაც დავდებ...
10 comments:
dzaan magari xar niniko ukve warmovidgine madaaoba rogori saaiamovno sanaxavi ikneba:)
:)) მადლობა კომენტარისთვის ანონიმუსო. მართლაც საშინლად გადათელეს ძალიან ლამზად ამწვანებული, ხასხასა გაზონები.
მასწავლებლების დიალოგი მეტად საინტერესო იყო,მაგრამ რაიმეს შესაცვლელად ჩურჩული არ კმარა.ღია პროტესტია საჭიროა.არ შეიძლება მხოლოდ არჩევნების დროს გახსენდებოდეს რომ დასაქმების პრობლემა არსებობს ქვეყანაში და ბევრი რამ არის გასაკეთებელი.გონიერმა ამომრჩეველმა ხელისუფლება წინასაარჩევნო ლოზუნგებით კი არ უნდა შეაფასოს,არამედ გაკეთებული საქმით.
ამ დღეს რაიონის ძალიან ბევრ სკოლაში გაკვეთილები გაცდა, იმდენი მოსაწავლე და მასწავლებელი იყო, იფიქრებდი პირველი სექტემბერია და სწავლის დაწყებას ამ შუა ქალაქში აღნიშნავენო. ჩუმ-ჩუმად ყველად აპროტესტებდა, ოღონდ ეს ხმამაღლა არავინ თქვა, არც ამ დიალოგის ავტორებმა გაიმეორეს ხმამაღლა და მე რომ შემამჩნიეს, მერე სულ გაჩუმდნენ.
შენ რომ შეგამჩნიეს გაჩუმდნენ?რა იციან რომ მაინც გაიგონე ყველაფერი და ბლოგზე გამოამზეურე!:)ჩუმ-ჩუმად გაპროტესტებით არაფერი გამოვა!საერთოდ არ უნდა მივიდნენ და ეგ იქნება.ძალით ხომ არ წაიყვანენ?!თუმცა სამსახურის დაკარგვით დაემუქრებიან!
ხო გაჩუმდნენ, ცნობისმოყვარეობა და გაოცება ვერ დავმალე და მეც უცნაურად მივაჩერდი რომ საუბრობდნენ)
შეიძლება დაემუქრონ კიდეც, მაგრამ ბევრი თუ არ წავა, ეს უკვე რაღაცას ნიშნავს, ბევრს ვერ გამოუშვებენ სამსახურიდან.
საერთოდაც, სკოლის მოსწავლეებს ჯერ ასაკი ხელს არ უწყობთ, წელს ამომრჩევლის სტატუსი არ აქვთ და რა საჭირო იყო იმ დღეს გაკვეთილების გაცდენა. თუმცა რა, ვიზუალურად კი ჩანდა რომ ბევრი ხალხი იყო და მათაც ეს უნდოდათ.
ხელისუფლება სწორედ ხალხის გათითოკაცებულობით სარგებლობს.ყველამ რომ თქვას უარი მაშინ ნამდვილად ვერაფერს გახდება ხელისუფლება.ხელისუფლებისთვის სწორედ ეგ ,,ბევრი ხალხია''მნიშვნელოვანი.როგორც მასას ისე უყურებენ,რომელსაც როგორც გინდა,ისე გამოიყენებ!
სადაც გინდა იქ წაიყვან!
ნინო ,,ოპოზციური''პარტიები რას აკეთებენ?
)) სად არიან ოპოზიციური პარტიები?)) კონსერვატორები და რესპუბლიკელები არიან მხოლოდ სტაბილურად, დანარჩენები წინასაარჩევნოდ გამოჩნდებიან ხოლმე.
ეგ ცუდია.ზოგადად რეგიონებში ნაკლებად აქტიურობენ ,,ოპოზიციონერები'',მაგრამ ყველა ადგილობრივი თვითმართველობის ხელისუფლებისთვის დათმობა არა მგონია ნორმალური იყოს.
Then you press the browse button on the code scanner.
Others, nonetheless, rely on their automobile ought to much more significantly.
Feel free to surf to my site ... http://myerau.com/
Post a Comment