ჭრელი ქალაქი

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს ყოველთვის გვგონია ყველგან კარგია, სადაც ჩვენ არ ვართ, მე მაინც სულ ვამბობ, რომ არ არსებობს იმაზე  უკეთესი ადგილი, სადაც დაიბადე და არსად ისე კარგად, არსად ისე მყუდროდ  არ ხარ, როგორც შენს სახლში. ოღონდ ეს ყველაფერი ძალიან კარგად რომ იგრძნო და დააფასო, ერთ დღეს უნდა ადგე, დიდ ჩემოდანში ყველაზე საჭირო ნივთები ჩაყარო და პირველივე მატარებლით სადმე წახვიდე...



თუმცა...


არც მატარებელი ყოფილა და მითუმეტეს, არც დაუგეგმავი სადმე წასვლა. მე მგონია, რომ ჯერ კიდევ დიდი დრო გვინდა, ვიდრე ძალიან უცებ ძალიან დაუგეგმავად, ძალიან არასამსაახურეობრივ და არსავალდებულოდ სადმე სამოგზაროდ წავალთ...

იყო

დაუსრულებელი რიგი აეროპორტში, ორსაათიანი ლოდინი,  სამსაათიანი ფრენა, ორსაათიანი მგზავრობა  მიკროავტობუსით სტამბულის აეროპორტიდან ქალაქის ერთ-ერთ,  ცენტრალურ უბნამდე, ტურისტული სააგენტოს ენერგიული უფროსის ისტორიული ექსკურსების ფონზე ... მთელი ღამის უძილო ხალხის მთელი დღე სიარული სტამბულის ქუჩებში 

მიზანი

წინ 4 დღეა. 4 დღე იმისთვის, 11-მა ჟურნალისტმა, საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან ერთმანეთი, სტამბული, ფოტოჟურნალისტიკის, პუბლიცისტიკისა და დოკუმენტური კინოს ძირითადი პრინციპები და ელემენტები გავიცნოთ. ჩვენ პიონერები ვართ, ორგანიზაცია „გოუ ჯგუფის“ ინიციატივით დაარსებული რვათვიანი სკოლა (რომელმაც ამ სამი მიმართულებით პროფესიონალი კადრები უნდა მოამზადოს), საქმიანობის პირველ ნაბიჯებს დგამს. პირველი გაკვეთილები (ტრენინგები) თურქეთში გვაქვს.  რვა თვის განმავლობაში თითოეულმა ჩვენგანმა სამი სერიოზული პროდუქტი (ფოტორეპორტაჟი, პუბლიცისტური წერილი და დოკუმენტური ფილმი) უნდა მოამზადოს. 

ვისაც ოდესმე ხელში ფოტოაპარატი სჭერია, თუნდაც რამდენიმე ფოტო მაინც გადაუღია და ფოტოგრაფების ნამუშევრები უნახავს, არ არსებობს არ ეფიქროს,   ნეტა სადმე, როგორმე ფოტოგადაღების კურსზე დამასწროო. ხოდა ასეთი ადამიანი ყველაზე კარგად მიხვდება რას ნიშნავს ეს სკოლა და მითუმეტეს მაშინ, როცა ამას ყველაზე მაგარი ორგანიზაცია აკეთებს (ამას სულაც არ ვამბობ იმიტომ, რომ ამ სკოლის მოსწავლე ვარJ), ყველაზე მაგარი  ხალხია ჯგუფში და სწალას თურქეთში იწყებ და ლონდონში ამთავრებ.  

ამიტომაც იყო, რომ ვამბობდი, ახლა ემოციებისგან გული გამისკდება-თქო))

სტამბული

 ქალაქი, რომელსაც გგონია, რომ დასასრული არ აქვს.; ქალაქი, რომელსაც არასოდეს სძინავს; ქალაქი, სადაც ყველაზე თავისუფლად ხარ; ქალაქი სადაც ერთდროულად გხვდებიან მოკოცნავე წყვილებიც, შიშვლებიც და ჩადრით დამალულებიც;  ქალაქი, სადაც ვისაც სად უნდა იქ სძინავს; ქალაქი, სადაც ვერ ნახავ ორ ერთნაირად ჩაცმულ, ან ერთნაირი ვარცხნილობის ადამიანს (განსხვავებით თბილისისა);

შემწვარ-მოხარშული სიმინდების, შაურმებისა და შემწვარი წაბლების ქალაქი; ქალაქი  ყვითელი ტაქსებით, ვიწრო, ქვაფენილიანი, ხალხით გადაჭედილი ქუჩებით, ასანთის კოლოფებივით ჩარიგებული მაღალი კორპუსებით;  მტერედებიანი პარკით; მეჩეთებით; აუარება მაღაზიებით, ქუჩის აქციებით და ქალაქი, სადაც არ არსებობს ქუჩა, სადაც კატები არ არიან, თანაც კარგად ნაკვები, მუცელგაბერილი, ჭრელი კატები.

ქალაქი, რომელიც ძალიან გღლის თავისი სიჭრელით და ქალაქი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო, სიცოცხლის მაჯისცემა რომ იგრძნო, ცოტა გამოფხიზლდე, ჩარჩოებიდან გამოხვიდე, თავისუფლება იგრძნო და მიხვდე, რომ მონოტონური ცხოვრება საშინელებაა, ამიტომ ხანდახან რაღაცეები გვერდზე უნდა გადადო და თუნდაც ერთხელ აძვრე ყველაზე მაღალი სახლის ყველაზე ციცაბო სახურავზე.... 

დანარჩენი ამბები ფოტოებით შემდეგ პოსტებში ))

3 comments:

Keti said...

როგორ მინდა სტამბულის ნახვა! ველი შემდეგ პოსტს :)

Tako said...

როგორ მინდა ,,ძალიან უცებ ძალიან დაუგეგმავად, ძალიან არასამსაახურეობრივ და არსავალდებულოდ სადმე სამოგზაროდ წავიდე”:))))

Anonymous said...

This is a topic that is near to my heart... Thank
you! Where are your contact details though?

Here is my web blog: cellulite treatment reviews