ესეც ასე, 2011 წელი დაიწყო, კი არადა, დიდი ხანია უკვე დაიწყო, დღესასწაულებმაც ჩაიარა და ჩემმა დაბადების დღემაც, რომელიც ძალიან არ მიყვარს... ოღონდ ეგაა, თბილი მოლოცვა-კეთილი სურვილები მაინც დამათბობს ხოლმე და რომ მგონია, რომ ყველაფერი სულ ერთია, სინამდვილეში სულაც არ გამოდის ასე.
მე რომ მკითხო, სისულელეა ეს ტრადიციული დაბადების დღეები, იმიტომ რომ მთავარი განწყობები, გარემოები, ადამიანები და ღიმილებია და როცა ერთიც გაქვს, მეორეც და მესამეც, მუდმივი დაბადების დღეების რეჟიმში ცხოვრობ. და კიდევ, სულაც არაა საჭირო რომელიმე წლის, რომელიმე სეზონის, რომელიმე თვის ერთი კონკრეტული დღე, ადამიანებს ერთმანეთი რომ გაახსენდეთ.
მოკლედ ასე, 4-მა თებერვალმა ჩაიარა. გასული უკვე საკმაოდ ბევრი 4-თებერვლის მსგავსად, ქარიც ქროდა და თოვლიც იყო, თანაც, წინა წლებისგან განსხვავებით, ძალიან დიდი.
მომემატა ერთი წელი და ნაცნობ-უცნობ, კეთილისმსურველ-არაკეთილისმსურველთა “დარიგებები” რომ დროა რაღაცეებზე ვიფიქრო, იმიტომ რომ უკვე დიდი, კი არადა, ძალიან დიდი ვარ და დიდი ხანია ამის დრო მოვიდა. მე კი ასეთ დროს, სულ მინდა მათ ვუთხრა, რომ “დროები” არ არსებობს, დრო არც მოდის და არც მიდის, მთავარი შეგრძნებები და სითბოებია და ისინი როდესაც მოვა, მერე რაღაცეებს დაფიქრების გარეშეც გაადწყვეტ.
მადლობა ყველას, მნიშვნელობა არ აქვს თავისით გავახსენდი, ვინმეს ან რამეს დახმარებით თუ მე გაგხსენეთ (ალკოჰოლის გავლენით და საყვედურნარევი კილოთი). ადამიანური სითბოები ჩვენც მაინც ყველას ყველაზე ძალიან გვჭირდება და სხვა რაღაცეებისგან განსხვავებით, ამას განსაზღვრული დრო არ სჭირდება...
პ.ს. დავარქვათ ამ პოსტს დაბრუნება დაბადების დღით)) დასაწერი ბევრი რამეა, მაგრამ ეტყობა უნებლიეთ, პირველი ის გეწერება, რაც პირველი გახსენდება გასულ დღეებსა და ემოციებზე რომ ფიქრობ...
ხოდა კიდევ, დღეს დედის დღეა (მე რომ მკითხო, ესეც სრულიად არასაჭიროა, იმიტომ, რომ იდეაში ყოველი დღე დედის დღეა) და ამიტომაც, ყველას ბევრი შვილის ბედნიერი დედობა!
3 comments:
კეთილი იყოს შენი დაბრუნება:) იმედია მუზებიც დაგიბრუნდება და ხშირად გაგვახარებ ახალი პოსტებით:)
და ალკოჰოლზე გამახსენდა:) მეც ვიცი ხოლმე ეგეთები:) და ხანდახან კარგია კიდეც:)
გამიხარდა,რომ დაბრუნდი!მომნატრებია შენი თბილი და ემოციებით სავსე წერილები.მეც მასე მომდის ხოლმე დაბადების დღესთან დაკავშირებით.მერე მიხარია,რომ მილოცავენ და თბილ სიტყვებს მეუბნებიან.
რა ერთნაირი დამოკიდებულება გვქონია დაბადების დღესთან დაკავშირებით...
Post a Comment