„მიტოვებულობები“

მიტოვებული ბლოგი... აი რაღაც ისეთია, მიტოვებული სახლივით... …
ასე მგონია, აქაც ზუსტად ისეთი სუნია, ჩემი სოფლის გამოკეტილ სახლში შესვლისას ცხვირში რომ მეცემა ხოლმე, რაღაც უპატრონობის, მიტოვებულობის, ნაწყენობის... 

აქ რომ შემოვდივარ მერე ვხვდები, რომ ხანდახან ცუდად ვექცევით ბევრ რამეს და კიდევ უფრო ბევრ ვინმეს და სისულელეა მერე დაჯდე და რაღაცების ახსნები დაიწყო...

მოკლედ ასეა... რაც უფრო ახლოვდება ზამთარი, მით უფრო უარესდება ჩემი განწყობა; მით უფრო მტკივნეულად აღვიქვამ ისეთ რაღაცეებს, რასაც წესით მარტივად უნდა ვუყურებდე და მით უფრო მინდება დათვი ვიყო და დასაძინებლად ვემზადებოდე...
ხოდა, ახლა ვფიქრობდი, რა მოხდება სულაც რომ წავიდე ზამთარში ამ ქალაქიდან; არა პასუხისმგებლობა; არა მოვალეობები; არა დასაწერ-წასაკითხები და ჩასაბარებელი ანგარიშები; უბრალოდ წავიდე, თან წავიღო ჩემიმიტოვებულობებიდა სამაგიეროდ იქ, სადაც ვიქნები, ყველა მიტოვებული დავიბრუნო... ხოდა კიდევ, ჩემი მიტოვებული სახლიც არატრადიციულად ზამთარში ავახმაურო... 

5 comments:

burbushala said...

ნინ, რა თბილია და ისეთი რა... ბევრ მიტოვებულზე რომ დაგაფიქრებს :)

ნინო said...

@ბურბშელა, ხო, რაღაც იმდენი მიტოვებული რამე და ვინმე გამახსენდა რომ(( ხანდახან რაღაცეებზე გადართულები ბევრ რამეს ვივიწყებთ ხოლმე და ძაან ცუდია... ახლა სინდისის ქენჯნის პერიოდი მაქვს

nastasia said...

:*
მე სულ ვამბობ რომ იმდენ სულელურ საქმეს ვაკეტებტ, მოვალეობების, სამსახურების, პასუხისმგებლობების და საქმეების სახელდარქმეულებს, რომ ცხოვრებისთვის სულ აღარ გვრჩება დრო...
არადა, იმ საქმეს სხვაც გააკეთებდა, შენ რომ გეცხოვრა და დედამიწა ისევ გააგრძელებდა ტრიალს...
ასე რომ, რომ წახვიდე, კაკ მინიმუმ მე მეცოდინება, რომ ერთი გამბედავი ადამიანი მანც არსებობს, რომელმაც ცხოვრების სასიკეთოდ გააკეთა არჩევანი :)

ქეთი said...

სადაც არ უნდა წავიდეთ და რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს, იმ სახლს ვერ მოვშორდებით...

Keti said...

ნუ მიატოვებ ამ ბლოგს, ნუ, შეძლებისდაგვარად :))