10 დღეც და...

10 დღეც და სწავლას დავამთავრებ, ორთვიანი განშორების შემდეგ ისევ დავბრუნდები ახალციხეში და ყველაფერი ძველებურად გაგრძელდება....
დილით სამსახურში გავიქცევი, მაგრამ მაინც დავაგვიანებ და მივიღებ საყვედურს, მერე გაზეთს დავგეგმავთ, მერე სართულიდან - სართულზე ვირბენთ კომენტარებისთვის, ფოტოებს გადავიღებთ, დავწერთ, წავშლით, ისევ დავწერთ, გადავიკითხავთ... მერე გაზეთიც აიწყობა-დაკაბადონდება-დაკორექტირდება და ორშაბათს ისევ იგივე დაიწყება....

მერე იქნება ზარები, შეხვედრები, სემინარები, კონფერნბციები, დისკუსიები, მრგვალი მაგიდები.... შეხვედრები საქმისთვის და შეხვედრები შეხვედრებისთვის...

იქნება იგივე ხედი სამსახურის ფანჯრიდან.... იგივე მშობლები და ცოტათი გაზრდილი შვილები (ჩემი ფანჯრიდან ხომ საბავშვო ბაღი მოსჩანს).... ალბათ ისევ ამოიყრის ტოტებს ის ხეც, ბაღის შესასვლელთან რომ დგას და ალბათ ისევ ბოლო გამვლელი ვიქნები ღამის ახალციხის ქუჩებში....

მომენატრა რაღაცნაირად.... იქაურობა მომენატრა

5 comments:

nino said...

რატომღაც ველოდი, რომ 10 დღეში შვებულება გქონდა :)) ეტყობა ,დასვენების მეტს ვეღარაფერზე ვფიქრობ :)))

nino said...

რატომღაც ველოდი, რომ 10 დღეში შვებულება გქონდა :)) ეტყობა ,დასვენების მეტს ვეღარაფერზე ვფიქრობ :)))

ნინო said...

ხოო, ახლა დავაკვირდი, ისეთი პერიოდია რომ სათაურს რომ წაიკითხავ, პირდაპირ შვებულების ასოციაციებს იწვევს:) პრინციპში შვებულებაც მაქვს, 26-დან 16 აგვისტომდე, ანუ რეალურად მე ორ კვირას ვიშვებულევებ, იმიტომ რომ 30-ში მიმთავრდება სწავლა. :)

მეც ძალიან მინდა დასვენება და არ მეგულბე ირგვლივ ვინმე, რომ ახლა შვებულებაზე არ ფიქრობდეს. სიცხე მანადგურებს და სულ მიკარგავს შრომის უნარს(

თორნიკე თევზაძე said...

ძალიან საინტერესო პოსტია!მეტად გულწრფელი და ცოტა სევდიანი!
მოკლედ მიყვარს შენი ბლოგი!:)

ნინო said...

:)მადლობა თორნიკე :)) პოსტი არც ქვია, უბრალოდ ფესიბუქის სტატუსს უფრო გავს, უბრალოდ რაც იმ წუთში ვიგრძენი, ის შემომეწერა :))) სევდიანი ალბათ იმიტომ, რომ მომენატრა ჩემი სახლი და ჩემი ქალაქი.