ფოტოზე: კერიმ გუმბათოვი, განა იანოვსკაია, ქრისტინა მარაბიანი, ნინო ნარიმანიშვილი. |
ჩვეულებრივი ამბავია, სტამბულში ერთმანეთზე ფარული დაკვირვებებისა და შესწავლის ეტაპი იყო. მერე იყო ინტენსიური ონლაინ მიმოწერა და გაკვეთილები და ახლა მგონია, რომ
კავკასიის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ ამ 10 სტუდენტს ძალიან დიდი ხანია ვიცნობ და ჩვენ სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე, სხვადასხვა ოჯახების კი არა, ერთი დიდი ოჯახის ცოტათი განსხვავებული შვილები ვართ.
ერთად გატარებული თბილი, ტრაპიზონული საღამოების მერე, სულ უფრო ხშირად ვფიქრობ, რომ სისულელეა უაზრო ომები, იმიტომ რომ ასეთ ომებში გამარჯვებული არავინაა, დამარცხებული კი ყველა. დამარცხებული იმიტომ, რომ ჩვენ ყველანი არასწორი გადაწყვეტილებების მსხვერპლები ვართ, რელურად კი ერთმანეთთან გასაყოფი არაფერი გვაქვს, ერთად ცხოვრება მშვენივრად შეგვიძლია და შეხვედრის პირველივე წუთების მერე გაუცხოების ყველა ზღვარი იშლება...
ფოტოზე: საბინა აბუბეკიროვა (ბაქო), განა იანოვსკაია (ცხინვალი), ქრისტინა მარაბიანი (ახალქალაქი), ნინო ნარიმანიშვილი (ახალციხე), რიტა ახვლედიანი (თბილისი), იბრაგიმ ჭკადუა (სოხუმი). |
საშინელებაა ერთმანეთის ქალაქებზე, ხალხზე, ცხოვრების წესზე, ახალგაზრდების გასართობზე ფოტოებით ლაპარაკობდე და ადგილზე ნახვის საშუალება არ გქონდეს, მითუმეტეს, როცა შენს თაობას არაფერი დაუშავებია და გასაყოფიც არაფერი გაქვთ.
ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტები ჩაქვში. |
No comments:
Post a Comment