ფოტო გადაღებულია ტრაბზონში, სუმელას მონასტერში. 2011წ. 4 აგვისტო. |
“ძალიან მიყვარს ფოტოების გადაღება, მინდა გავიარო ფოტოხელოვნების კურსები და ვოცნებობ პროფესიულ ფოტოაპარატზე”, - ეს სიტყვები 2010 წლის ზაფხულში, ''გოუ ჯგუფისთვის'' გადაღებული ჩემი მეორე ფილმის შესავალში ვთქვი. მერე მეგობარმა ჩემი ფილმი ნახა და დამცინა, პატარა ბავშვივით ხარ, თოვლის ბაბუას ოცნებების ასრულებას რომ სთხოვსო... მეწყინა, მაგრამ არაფერი მითქვამს...
მას მერე ერთი წელი გავიდა, ახლა იმ ფილმს რომ ვუყურებ, საკუთარ თავზე მეც მეღიმება... მაშინ ფოტოაპარატი და კურსები მხოლოდ ოცნება იყო, ახლა ერთიც მაქვს და მეორეც, შემიძლია დღეში ათასი კითხვა დავსვა, ამდენივე სულელური ფოტო გადავიღო და ყველა მათგანზე პროფესიული რჩევა მივიღო...
სულ რამდენიმე თვის წინ მეგონა, რომ კარგი ფოტო უბრალოდ ლამაზი ყვავილი ან შენობა იყო; ვიღებდი ყველგან და ყველაფერს, ვბრუნდებოდი ასობით ფოტოთი და მერე საათობით ვეძებდი იმ ფოტოებში ერთს ან ორს ისეთს, რომელიც რაღაც აზრს შეიცავდა. ახლა იმ ფოტოებს რომ ვუყურებ, მეღიმება... მერე ვფიქრობ ახლა ისევ იგივე ადგილებზე და იგივე სიტუაციაში რომ მოვხვდე, იმ ფოტოს როგორ გადავიღებდი და ვხვდები, რომ ბოლომდე ჩავეფალი...
სტამბულის გაკვეთილების მერე ჩემი ფოტოები დღითიდღე უკეთესი ხდება, ახლა ყველა მორიგი ფოტოგადაღებისას პირველივე შენობას არ ვიღებ, უკან 10-15 ფოტოთი ვბრუნდები და საათობით არ ვზივარ გამოსადეგი ფოტოს ამოსარჩევად...
ასეა, დადებითი ემოცია და გზავნილები, უკან აუცილებლად დადებითი აურებით გიბრუნდება...
No comments:
Post a Comment