ვიდრე წერის დრო დამიბრუნდება

ვერასდროს ვიფიქრებდი რომ ოდესმე, ჩემთვის ყველაზე დეპრესიულ ზამთრის პერიოდში, მუდამ მხოლოდ დათვობას და სითბოში ძილზე რომ ვოცნებობდი, ასეთი აქტიური ვიქნებოდი...

მერამდენედ ვიწყებ წერას, ვეღარ ვითვლი... სათქმელი იმდენია, მაგრამ ეტყობა გადავეჩვიე ბლოგს....

 ასეა, ბევრი რამის გაკეთებას რომ აიღებ საკუთარ თავზე, მერე უფლება აღარ გაქვს დაჯდე და დაკარგულ სიმშვიდეებზე, უძილო ღამეებზე, გადაღლილ გამომეტყველებაზე, დაკლებულ კილოგრამებზე, მოშლილ ნერვებზე, დავიწყებულ მეგობრებზე, ვერ გაკეთებულ საყვარელ საქმეზე, მონატრებულ მშვიდ ოჯახურ საღამოებსა და სახლში ვერგატარებულ კვირა დღეებზეე  იწუწუნო...

ერთადერთი რამე მინდა, საკუთარ თავს სადმე გადატვირთვის ღილაკი ვუპოვო და დიდი ხნით დავაჭირო ხელი....

და,  როგორი საოცარიც არ უნდა იყოს, ასეთი განწყობა მაქვს მაშინ, როდესაც პასპორტში ინგლისის ვიზა მაქვს და ზუსტად ერთ კვირაში  ლონდონში მივფრინავ....  

ვიდრე წერის დრო დამიბრუნდება, მანამდე ფოტოები ოდესიდან. ქალაქიდან, საიდანაც ყველაზე მეტი თბილი ემოცია გამომყვა ....

ოდესის ოპერის თეატრი.

რიშელიეს ქანდაკება.

საზღვაო სადგური.

ლაოკოონი.

ძალიან ლამაზი და ორიგინალური ღია კაფე დერებოვსკაიაზე.

ოპერის თეატრი.

ძალიან ლამაზი პროსპექტების მაჩვენებლები.

ქუჩის ყავახანა.
ქუჩში შემხვედრი ყოველი მეორე გეუბნება რომ პოეტია ).

საყვარელი დედა-შვილი :)



''რომ არ ვიმუშავო, მოვკვდები''


95 წლის სებო საღათელიანი მთელი ცხოვრებაა მესაათედ მუშაობს. პატარა ჯიხურში, რომელიც ბაზრის ერთ კუთხეში დგას, ყოველდღე, დილის 9 საათზე მიდის და საღამოს 9 საათამდე რჩება. 

ამბობს, რომ რადგან უკვე ყველას მობილური ტელეფონი აქვს, საათი და მესაათე აღარავის სჭირდება, მაგრამ რომ არ იმუშავოს და სახლში დაჯდეს, ავად გახდება. ამიტომაც, ყოველდღე, დილიდან საღამომდე, ძველ, ერთი და იგივე  საათებს შლის და  თავიდან აწყობს. ხანდახან ბედი გაუღიმებს და კლიენტებიც ჩნდებიან... 

ჩემი გადაღებული ვიდეო:)) ერთ-ერთი დავალება კავკასიის ავტორთა კურსის  კინოდოკუმენტალისტიკის კლასში. 

7-დან 7-მდე...

გულო და გურამ მ.
 10 წელიწადია მათი
დღე დილის 7-დან საღამოს 7-მდე გრძელდება.
ამბობენ, რომ ყოველთვის შვილებზე ფიქრობდნენ
და არასოდეს ჰქონდათ დრო, ეფიქრათ საკუთარ თავზე. 

ტურისტული ტრაბზონის უცნაურობები

სასტუმრო ქალაქის დასაწყისშივეა, მთავარი ტრასიდან მარჯვენა მხარეს. რამდენიმესართულიანი, დიდი თეთრი შენობის ფანჯრები ერთი მხრიდან ქალაქ, მეორე მხრიდან კი ზღვას გადაჰყურებს. თურქეთის დროით დილის 11 საათია, ბარგს იქვე ვინახავთ და ვიდრე ნომრები გათავისუფლდება სასადილო ოთახში ჩავდივართ...

სასადილო ოთახში დიდი, ყავისფერი  მაგიდები და სკამები დგას. იატაკიდანვე დაწყებული დიდი ფანჯრებიდან ხედი ზღვაზე იშლება, დაღლილ მზერას სასტუმროს ეზოში არსებული აუზი, ღია კაფე, ფრენბურთის სათამაშო მოედანი და პლაჟი ხვდება... სასდილოს კუთხეში სამოვარს ორთქლი ასდის, მთელი ღამის ნამგზავრებზე გარემო და თურქული ჩაი დამამშვიდებლად მოქმედებს...
  
... 2011 წლის 31 ივლისი, ქალაქი ტრაბზონი...  კავკასიელ ავტორთა კურსის  ფარგლებში ეს ჯგუფის მეორე სამუშაო გასვლაა. დანიშნულების ადგილას პირველები ამჯერადაც ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტები ჩავდივართ. აფხაზი და ოსი მეგობრები საღამოს შემოგვიერთდებიან.

ეროვნება, მხოლოდ საბუთებში...

ფოტოზე: კერიმ გუმბათოვი, განა იანოვსკაია,
ქრისტინა მარაბიანი, ნინო ნარიმანიშვილი.
კავკასიელ ავტორთა კურსი აქტიურ ფაზაში შევიდა... დავალებების რაოდენობაც მატულობს, სასწავლო ვიზიტებისაც და სასარგებლო უნარ-ჩვევებისაც. სტამბულის  ცოტათი ოფიციალური გაკვეთილების მერე ტრაბზონის გაკვეთილებმა განსაკუთრებით თბილ გარემოში ჩაიარა.

ახდენილი ოცნებები

ფოტო გადაღებულია ტრაბზონში,
სუმელას მონასტერში. 2011წ. 4 აგვისტო.

 არ ვიცი თქვენ როგორ ფიქრობთ, მაგრამ მე მგონია, რომ რაღაც ძალიან რომ გინდა, ის ერთ დღეს აუცილებლად ახდება...

ძალიან მიყვარს ფოტოების გადაღება, მინდა გავიარო ფოტოხელოვნების კურსები და ვოცნებობ პროფესიულ ფოტოაპარატზე”, - ეს სიტყვები 2010 წლის ზაფხულში, ''გოუ ჯგუფისთვის'' გადაღებული ჩემი მეორე ფილმის შესავალში ვთქვი. მერე მეგობარმა ჩემი ფილმი ნახა და დამცინა, პატარა ბავშვივით ხარ, თოვლის ბაბუას ოცნებების ასრულებას რომ სთხოვსო... მეწყინა, მაგრამ არაფერი მითქვამს...

მას მერე ერთი წელი გავიდა, ახლა იმ ფილმს რომ ვუყურებ, საკუთარ თავზე მეც მეღიმება... მაშინ ფოტოაპარატი და კურსები მხოლოდ ოცნება იყო, ახლა ერთიც მაქვს და მეორეც, შემიძლია დღეში ათასი კითხვა დავსვა, ამდენივე სულელური ფოტო გადავიღო და ყველა მათგანზე პროფესიული რჩევა მივიღო...




''ტკბილი მოხუცები''

სე შეხმატკბილებულად მუშაობდნენ, არ შემეძლო არ გადამეღო )))
)

Стамбульские коты

Эти не профессиональные снимки.:))  Просто, на улицах Стамбула столько кошек гуляют, что удержаться их не снимать не возможно. )))


Красний вечер



Мне так нравиться ети фоткы )) Вдруг подумала, почему не сделать фоторепортаж ))  Интересно,  что скажет об этом наш тренер Ибрагим Чкадуа) 

ჭრელი ქალაქი

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს ყოველთვის გვგონია ყველგან კარგია, სადაც ჩვენ არ ვართ, მე მაინც სულ ვამბობ, რომ არ არსებობს იმაზე  უკეთესი ადგილი, სადაც დაიბადე და არსად ისე კარგად, არსად ისე მყუდროდ  არ ხარ, როგორც შენს სახლში. ოღონდ ეს ყველაფერი ძალიან კარგად რომ იგრძნო და დააფასო, ერთ დღეს უნდა ადგე, დიდ ჩემოდანში ყველაზე საჭირო ნივთები ჩაყარო და პირველივე მატარებლით სადმე წახვიდე...



თუმცა...

დაბრუნება


ესეც ასე, 2011 წელი დაიწყო, კი არადა, დიდი ხანია უკვე დაიწყო, დღესასწაულებმაც ჩაიარა და ჩემმა დაბადების დღემაც, რომელიც ძალიან არ მიყვარს... ოღონდ ეგაა, თბილი მოლოცვა-კეთილი სურვილები მაინც დამათბობს ხოლმე და რომ მგონია, რომ ყველაფერი სულ ერთია, სინამდვილეში სულაც არ გამოდის ასე.

მე რომ მკითხო, სისულელეა ეს ტრადიციული დაბადების დღეები, იმიტომ რომ მთავარი განწყობები, გარემოები, ადამიანები და ღიმილებია და როცა ერთიც გაქვს, მეორეც და მესამეც, მუდმივი დაბადების დღეების რეჟიმში ცხოვრობ. და კიდევ, სულაც არაა საჭირო რომელიმე წლის, რომელიმე სეზონის, რომელიმე თვის ერთი კონკრეტული დღე, ადამიანებს ერთმანეთი რომ გაახსენდეთ.