ვაჭრობა ქუჩაში

ფოტოამბები ახალქალაქის ქუჩებიდან

ახალქალაქის ბაზარში ხორცი ღია ცის ქვეშ, ყვავილების, ხილის და სხვა უამრავი პროდუქტის გვერდით იყიდება. გამყიდველი გვარწმუნებს, რომ ეს ჯანმრთელობისთვის სახიფათო არ არის, რადგან არც მტვერია ირგვლივ და არც ბუზები არიან (?!). როგორც ჩანს, ეს ამბავი არც
მყიდველებს აწუხებთ, იმიტომ რომ მოდიან და უპრობლემოდ ყიდულობენ და არც სანიტარიის სამსახურს.
აქვე იყიდება თევზიც. 


გვერდიგვერდ აწყვია ხილი და თევზი, ისევ ღია ცის ქვეშ, მტვერში. 

როგორც ჩანს, აქ გარევაჭრობაც არავის აწუხებს. ტროტუარებზე გავლა შეუძლებელია. 




ტროტუარებს მხოლოდ სავაჭრო დახლები არ ავიწროვებს. მთელ ქალაქში ყველა სახლსა და შენობას ტროტუარიდან აქვს მიშენებული კიბე. ამ ადგილებში იძულებული ხარ ტრასაზე იარო.

3 comments:

თორნიკე თევზაძე said...

კარგი ფოტოებია!არა მარტო რეგიონშია ეს პრობლემა.თბილისის სავაჭრო უბნებში საშინელი ანტისანიტარიაა!:(

Keti said...

kargi reportaJia!

ქეთი said...

აუ... იმ სისხლიანი ხორცების და თევზების დანახვა რაღაც :(...