ოთხშაბათს ლექცია (თუ ტრენინგი) არ მაქვს და შემიძლია მთელი დღე ისე გავატარო, როგორც მინდა. სანამ აქ ვარ, მაქსიმალურად მინდა გამოვიყენო დრო და ის გაავკეთო, რაც სასიამოვნოც იქნება და სასარგებლოც.
დღეს გარეთ გასვლა რომ დავაპირე, მაშინ აღმოვაჩნე, რომ წყალი აღარ მოდიოდა. ამ უსიამოვნო ამბის გამო უარი ვუთხარი ნასტასიას ძალიან სასიამოვნო მიპატიჟებაზე და კიდევ ერთი ვიზიტის გადადებაც მომიწია. მერე ძალიან გავბრაზდი იმაზე, რომ მთელი დღით შეგვიწყვიტეს წყალი ამ სიცხეში და ამის შესახებ არავინ არ გაგვაფრთხილა. ოღონდ მერე, საღამოს, გავიგე, რომ საინფორმაციო გამოშვებიდან გავუფრთხილებივართ და პირის დასაბანი წყლის გარეშე მხოლოდ იმიტომ დავრჩი, რომ დიდი ხანია ტელევიზორის არსებობა აღარ მახსოვს.
(ხო, აქვე, ნასტასია ჩემთან ერთად გადის ახალი მედიის კურსს ჯიპაში და იმაზე გაცილებით საინტერესო ადამიანია, მისი ბლოგიდან რომ მეჩვენებოდა).
არ ვიცი რამდენი ხანია ასე მარტო, ჩემთვის, ჩუმად და მშვიდად აღარ ვყოფილვარ სახლში. შედეგად ორი კარგი ფილმი ვნახე და რამდენიმე მოთხრობა წავიკითხე და, ალბათ, ყველაზე დიდხანს და გონივრულად ვიფიქრე ჩემს ცხოვრებაზე. მერე ისევ მომინდა პატარა სახლი დიდი ბიბლიოთეკით, სადაც ბევრი წიგნი და სურათები იქნება და სადაც ძალიან დიდხანს ვიქნები ისეთ წვიმიან ამინდებში, დღეს რომ იყო.
კიდევ, მთელი დღე ვფიქრობდი ჩემს სიზმარზე, - ფსიქიურად შეშლილთა საავადმყოფოში ცხოვრებაზე გულში ჩახუტებული ლოცვების წიგნით ხელში და იმ უცნაურ ბიჭზე, საავადმყოფოს კიბეზე რომ შემხვდა და ქადაგების მოსასმენად მივყავდი სადღაც. ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ ისეთი ცხადი სიზმარი იყო, ცოტა შემეშინდა. არც ისეთი ეკლესიური ვარ, ყველგან რომ ლოცვების წიგნით დავდიოდე და ამიტომ უფრო მეფიქრება და მეშინია....
კიდევ, მთელი დღე ვფიქრობდი ჩემს სიზმარზე, - ფსიქიურად შეშლილთა საავადმყოფოში ცხოვრებაზე გულში ჩახუტებული ლოცვების წიგნით ხელში და იმ უცნაურ ბიჭზე, საავადმყოფოს კიბეზე რომ შემხვდა და ქადაგების მოსასმენად მივყავდი სადღაც. ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ ისეთი ცხადი სიზმარი იყო, ცოტა შემეშინდა. არც ისეთი ეკლესიური ვარ, ყველგან რომ ლოცვების წიგნით დავდიოდე და ამიტომ უფრო მეფიქრება და მეშინია....
ხო, შიშზე სოფი გამახსენდა, დღეს თავის ბლოგზე შიშებზე წერდა და მივხვდი, რომ მე ყველაზე მეტად სიახლეების მეშინია. არადა, ახლა არჩევანის წინაშე ვდგავარ და სადღაც, ქვეცნობიერში ვიცი, რომ სწორი გადაწყვეტილება ის იქნება, რაც სიახლესთან იქნება დაკავშირებული.... ოდესმე რაღაც ნაბიჯი ხომ უნდა გადადგა შიშის გარეშე? თუ არა და უბრალოდ ვერ განვითარდები, მუდამ იქ დარჩები სადაც ხარ და მერე მთელი ცხოვრება მიზეზების ძებნას დაიწყებ თავის გასამართლებლად და იმის დასამტკიცებლად, სხვა გზა არ მქონდაო....
4 comments:
მადლობა :)
კი არადა, კარგი მულტიკები იყო გუშინ და ცუდია უწყლოობა, მარა ნუ ცხოვრება გრძელდება, როგროც გუშინ მოგახსენე :დ
ხოოდა, სიახლეებს რაც შეეხება, ხო, სტრანი გრძნობაა რაღაც გაურკვეველთან შეჯახება, მაგრამ ცხოვრება სულ ეგრეა. კი არადა, რაც უფრო ხშირ ცვლილებებს დაექვემდებარები, მერე მიხვდები რომ ცხოვრების მთელი კაიფი მეტამორფოზებშია.
და კიდევ, პატარა ეშმაკობაც არსებობს: რაც შეიძლება ნაკლები იფიქრო რა მოხდება მერე, კარგი რამეები მაშინ ხდება, როცა არაფერსაც არ ელოდები და დაძაბული არ ხარ :)
არაუშავს, იმედია, რომ კიდევ იქნება)
ისე ძალიან კონსერვატორი ვარ, რომ ნერვებისმომშლელი ხანდახან (( მაგრამ მართლა ვხვდები, რომ ასე ბევრს დავკარგავ ))
და კიდევ, მართალი ხარ, სჯობია წინასწარ არ ვიფიქრო და მივყვე რაც იქნება იქნებას პრინციპს და იმას, რომ ყველაფერი კარგი მოულოდნელად ხდება ))
როგორც რუსები ამბობენ, нет худа без добра... :)
სიზმარს რაც შეეხება, კარგად თუ დაფიქრდები და გააანალიზებ, მიხვდები, რეალობის ამსახველია და მეტი არაფერი...
ასე, რომ, გახალისდი და გამოფხიზლდი და აღმოაჩენ, რომ კარგი რაღაცეებიც ხდება და არც ისე ცუდია ცხოვრება... :)
ქეთი
„კარგი რაღაცეებიც ხდება და არც ისე ცუდია ცხოვრება“....
@ქეთი, მართალი ხარ და კიდევ, ცუდი რაღაცეებიც კარგია ხანდახან, იმიტომ რომ არ მოდუნდე, არ ჩაგეძინოს, ჩარჩოებში არ ჩაიკეთო და ახლის, კარგის ძიებისა და ძალების მოსინჯვისკენ გიბიძგებს....
Post a Comment