ისევ დავიწყებთ თავიდან

ერთ რაღაცაში ძალიან, ძალიან რომ გიმართლებს, მეორე ზუსტად იმ დროს რატომ ირევა, თან ისე გახარების უნარსაც რომ გაკარგვინებს.... ეს ის კითხვაა, მთელი ორი კვირაა რომ მაწვალებს და მოსვენების საშუალებას არ მაძლევს.

მითხრეს, ეს ალბათ იმიტომ, რომ წონასწორობა შეინარჩუნოო... ოღონდ, არ ვიცი მაშინ რა უნდ ქნა, არეული გაცილებით მძიმე რომაა....

ორი კვირაა ვფიქრობ, გამოსავალს ვეძებ და საკუთარი თავის დასჯას ვცდილობ. პასუხისმგებლობას იმ დონემდე ვგრძნობ, რომ ვნადგურდები. ყველას ეჭვის თვალით ვუყურებ, მგონია, რომ ყველა ჩემს გაკიცხვას აპირებს და იქამდე მეშინია ვიდრე პირს გააღებენ და რამეს იტყვიან... ვიდრე ზარს ვუპასუხებ... ვიდრე წერილსა და მესიჯს გავხსნი....

ვიცი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და თვითგანადგურების მცდელობა უარესია, მაგრამ ისიც არ ვიცი, სხვანაირად როგორ გავაგრძელო....

არაფერი არ მინდა ახლა და არაფერი არ მახალისებს.... ყველაზე დიდი სურვილი ამიხდა, ახალი მედიის კურსს გავდივარ ჯიპაში და ორი თვით თბილისში გადავსახლდი, ოღინდ ხანდახან მგონია, რომ ეს ჯერ არ გამიცნობიერებია და მე კი არ ვმოქმედებ, ვიღაც გამოფიტული არსება, ჩემში რომ შემოსახლდა 1 ივნისს (ხო, ნინოობას სხვათაშორის. ახლა მივაქციე ამას ყურადღება) და ჩემს ნაცვლად რომ მოქმედებს ....

გიცხოვრიათ ოდესმე მხოლოდ და მხოლოდ ინსტიქტებზე დაყრდნობით, გაუაზრებლად? მე ახლა ასე ვცხოვრობ და მართლა მინდა, რომ ეს დამთავრდეს....

...მთელი დღეა საკუთარ თავს ვეკითხები, რა უნდა ქნა, ძველს რომ ვეღარ აგრძელებ-თქო, ამ საღამოს მიპასუხა გამოფიტულმა მემ სადღაც სიღრმიდან, ძალა უნდა მოიკრიბო, ძველი წაშალო და სუფთა ფურცლიდან დაიწყოო.

წავშლი... ან ვეცდები წავშალო, ოღონდ მართლა და თავიდან დავიწყო.... ოღონდ იქამდე ისეთ ადგილას წავალ, სადაც ჩემს გარდა არავინ იქნება და დიდხანს ფიქრის საშუალება მექნება....

დავიწყებთ თავიდან.... ვიცი.... შევძლებთ..... სინათლე აუცილებლად გამოჩნდება.... რაც არ კლავს, ის ხომ აძლიერებს.....

5 comments:

Anonymous said...
This comment has been removed by a blog administrator.
Anonymous said...

ecade washalo yvelaferi rac moxda, aucileblad gamogiva:)))))

Anonymous said...

დარწმუნებული ვარ გამოგივა...ყველაფერი კარგად იქნება...სინათლეც აუცილებლად გამოჩნდება, თანი იცი როგორი კაშკაშა....))წარმატებებს გისურვებ..)

http://abebedorespgondufo.blogs.sapo.pt/ said...

Very Good.

ნინო said...

ანონიმებო, მადლობა კომენტარებისთვის)) ხო, მეც ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ყელაფერი გამოვა და საერთოდ, მივხვდი, რომ რაც არ უნდა მოხდეს, აუცილებლად უნდა იპოვო ძალა იმისთვის, რომ ყველაფერი ახლიდან დაიწყო))

ყოველშემთხვევაში წუწუნი და დეპრესია არაფერს შეცვლის და შესაბამისად ახალიც არაფერი იქნება, არც კარგი და არც ცუდი))

ხო, და კიდევ, ერთი კარი რომ იხურება, მეორე იღებაო... ასე რომ, ყველაფერი კარგად იქნება )