არეულობა

ეს რა სათაურია,  მაგრამ მოფიქრების უნარი აღარ მაქვს....აქაც ყველაფერი არეულია, ისე როგორ ჩემში და ამიტომ დავარქვი ასე ალბათ....

მარიკა გათხოვდა, მე მეჯვარე ვიყავი! პირველად ქორწილის მეჯვარე, თორემ ისე ნათლული კი მყავს და მალე კიდევ მეყოლება.
   
დაღლილი და ემოციებისგან დაწრეტილი ვარ. ერთ კვირაში ორი სრულიად განსხვავებული და საპირისპირო ემოციის გამკლავება მომიწია... დეიდის სიკვდილი და მეგობრის ქორწილი.... ზოგჯერ ვფიქრობ, რომ არცერთი არ გამიცნობიერებია ბოლომდე და ჩემს ნაცვლად ვიღაც სხვა მოქმედებდა...

დეიდას დაღუპვაზე ვერაფერი დავწერე და ვერც ვერასდროს დავწერ. ხანდახან მგონია, რომ ცუდი სიზმარი ვნახე, იმ სიზმარში დეიდას უბრალოდ ეძინა და რომ მივალ ისევ სახლში დამხვდება... სულ მისი მშვიდი სახე მიდგას თვალწინ და დედაჩემის ტირილი ჩამესმის.....

უცნაურია, როგორ მინდოდა მისი გადაღება ჩემს ფილმში, რაღაც საშინლად ავიკვიატე, უფლება არ მომცეს და ერთი კადრი გადავიღე მხოლოდ. ამ ერთი კადრით იცოცხლებს ახლა... ოღონდ მე იმ ფილმს ვეღარ ვუყურებ....

დაკრძალვიდან მეორე დღეს წავედი ქორწილში, რა მექორწილებოდა, მაგრამ მარიკას არაფერი დაუშავებია და ვიფიქრე, რომ მისი ბედნიერების დღეს უბრალოდ მისი მიტოვების უფლება არ მქონდა ...

დავპირდი, ვერ იგრძნობ, რომ გვერდით დამწუხრებული მეჯვარე გიდგას-თქო, არ ვიცი გამომივიდა თუ არა... ახლა ფოტოებს ვუყურებ და მგონია, რომ არ გამომივიდა....
               
                                              ***
მეფიქრება დეიდაზე, მის მოულოდნელ სიკვდილზე და დედაჩემზე, უკვე მეორე დედმამიშვილი რომ დაკარგა და არ ვიცი როგორ გადაიტანს.... კიდევ მარიკაზე მეფიქრება, დღეს სრულიად უცხო ოჯახში მარტო რომ დავტოვე და ცრემლიანი თვალებით გამომაცილა...

 რამენაირად უნდა დავალაგო ეს კონტრასტული ემოციები, ვიდრე ოდნავი ძალა მაინც შემრჩა....

                                              ***
რამდენიმე ფოტოს დავდებ ქორწილიდან, ისინია რაც გამომიგზავნეს... პირველად ისე წავედი სადღაც, რომ ფოტოაპარატის წაღება არც მიფიქრია....


ეს ეკლესიაში აჩუქეს, თავიანთი ხელით გაკეთებული ცოცხალი ყვავილების თაიგულია 
მომწონს ეს ფოტო, რაღაცაზე ვჩურჩულებთ ჯვრისწერის წინ) 

              უკვე ჯვარდაწერილი, მეუფის ნაჩუქარი ხატებით ხელში 




 ახლა მხოლოდ ესენი ამოვარჩიე, რამე სახასიათო თუ იქნება მათ შორის, კიდევ რომ გამომიგზავნიან, იმათაც დავდებ...

4 comments:

ნაზი said...

ხშირად ადამიანებს ბევრი რამის გადატანა გვიწევს.
ეცადე გამხნევდე!

ნინო said...

მადლობა ნაზი )) ვცდილობ...

ნასტასია said...

eget ambebse vxvdebi xolme, rom vizrdebit da rom gazrdas cudi ambebi sdevs tan. mere guli miskdeba xolme, ro vacnobiereb, rom adamianebi nel-nela gagefantebian, xogi ojaxebshi, qmrebtan da colebtan, zogi saertod sul cava :(

xooda, cudia, magram ras izam, unda ismino ,,gamagrdi''-frazebi da gamagrde :(
:*

ნინო said...

ხო, და კიდევ, ყველანაირ განშორებას რაღაცნაირი განცდა სდევს თან...

და კიდევ, ასეთ დროს მე ვხვდები, რამდენის გადატანა შეგვიძლია ადამიანებს და მერე მაინც მშვიდად ვაგრძელებთ ცხოვრებას.

``გამაგრდი``, ``გაუძელი``, ``ყველა სიკვდილის შვილები ვართ`` - მერე ძალიან მაღიზიანებს ხოლმე და ყველაფერთან ერთად ასეთი ამბის მერე ხშირად მეფიქრება სიკვდილზე და მეშინია