დავიღალე

ირგვლივ ყველაფერი ისე დუღს, ხანდახან მგონია, რომ ერთ დღეს მიწიდან რაღაც ამოსკდება, გარშემო ყველას და ყველაფერს წალეკავს, სადღაც სიღრმეში ჩაიტანს და წამებში ისევ ყველაფერი დამშვიდდება. ოღონდ მერე ირგვლივ ყველაფერი ძალიან თეთრი იქნება, ადამიანებს შავი ფერი აღარ ეცმებათ, არავინ არავის გალანძღავს და ერთმანეთის განსხვავებულ აზრებს მშვიდად მოისმენენ.


ვოცნებობ?

შეიძლება!

მაგრამ ცხადია, რომ ყველაფერმა დამღალა, ამდენი აგრესია, ლანძღა, ცემა, სხვისი ღირებულებების შეურაცხყოფა, საქმის გარჩევები...

ხანდახან მგონია, რომ კარგ რამეებზე ფიქრის უნარი დაკარგეს ადამიანებმა, მეც ინსტიქტურად ჩავები რაღაც ჯაჭვში, რომელსაც ძალიან ბასრი რგოლები აქვს და შიგნიდან გტკენს. მერე ვიღაც, ვისაც ჯაჭვის ერთი ბოლო უჭირავს, ბოროტულად ხარხარებს და იმ ბოლოს ქაჩავს, რომ ტკივილმა საბოლოოდ გაგანადგუროს....

... ამ საღამოს პირველად გავიხსენე როგორ სახლზე ვოცნებობ და როგორ მინდა სათევზაოდ წასვლა. რაღაცის დაწერაც მომინდა, იდეაში სისულელის, მაგრამ აგრესია რომ არ გადმოვაფრქვიე, გამიხარდა...

...ნორმალურ ცხოვრებას მინდა დავუბრუნდე და აღარ მინდა სამსახურში მისულს ისევ გაფართოებული თვალებით მხვდებოდნენ, ``ეს ნახე?``, ``უყურე რა ქნეს?!`` ``წაიკითხე რა დაწერა?!`` და ასე შემდეგ...

ამინდები გამოვიდა, მომაბეზრებელი წვიმები აღარ არის, მომაბეზრებელ და დამღლელ ამბებსაც მინდა რომ ბოლო მოეღოს. კიდევ მინდა, რომ არჩევნები დამთავრდეს მალე, თორემ ცოტაც და ვეღარ გავუძლებ...

რწმენა და პირადი ცხოვრება ძალიან შინაგანია ჩემთვის და არც ერთზე და არც მეორეზე საჯაროდ ყვირილი არ მინდა; თავისუფლად შემიძლია დილით წავიკითხო და მეგობრებთან გავარჩიო, მაგალითად, დეისაძის ''საიდუმლო სირობა'' და საღამოს მათთან ერთად ეკლესიაში წავიდე ლოცვის მოსასმენად. მთავარია მერე სწორი დასკვნები გავაკეთო და არც ერთ და არც მეორე შემთხვევაში უკიდურესობაში არ გადავარდე. მე ჩემი ღირებულებები მაქვს, რომელიც შეიძლება ძალიან მიუღებელია სხვისთვის, ისევე როგორც ჩემთვის მისი, ოღონდ არ მგონია, რომ ამის გამო ერთმანეთი უნდა გვძულდეს და არც ის მინდა, რომ ვიღაც სპეციალურად, გამიზნულად ან ფანატიზმის გამო მაძულებდეს....

.... დღეს აღმოვაჩინეთ, რომ ამ ბოლოს სამსახურში ყველას მუქი ფერები, ძირითადად შავები, გვაცვია... არადა, ახლა ისეთი ამინდებია, შავის გარდა ყველა ფერი რომ უნდა გეცვას....
პ.ს. სანამ მე ისევ გავფერადდები, ეს ფერადი ტკბილეული თქვენ ჩემგან

5 comments:

Garmèlia said...

"დავიღალე" - ეს სიტყვა დამსდევს ბოლო ხანებია თან...საშინლად გადავიღალე, სულიერადაც და ფიზიკურადაც :( მოვიდეს ზაფხული!

ნინო said...

(( ზოგადად ყველა გადაიღალა ასე მგონია. ერთი სული მაქვს აგვისტო მოვიდეს, ბარგი ჩავალაგო და სადმე მყუდრო სოფელში წავიდე))

ნაზი said...

თითქმის იმავე მდგომარეობაში ვარ... უარესიც კი

ნინო said...

ხო, აი დაღლილობისა და ნერვებდაწყვეტილოისგან ყველაფერი რომ გეზარება და ინსტიქტებს მიყვები ((

ახლა ძალიან მომინდა, რომ ერთ დილას სულ სხვა გარემოში გავიღვიძო, სადაც არავინ არ იქნება დაღლილი)

ჯუნა said...

http://loladze-dunas.blogspot.com/2010/03/blog-post_2258.html გეპატიჟები თუ გინდა.....)