ძალიან აჩქარებული დრო და რიტმს ჩამორჩენილი ადამიანები
ამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად მიჩნდება შეგრძნება, რომ დრო სულ უფრო და უფრო სწრაფად გადის, ირგვლივ ყველაფერი ძალიან აჩქარდა და ადამიანების უმრავლესობა ამ აჩქარებულ რიტმს ფეხს ვერ უწყობს.... რომ როგორც კი რაიმე იდეა გაგიჩნდება, მაშინვე თუ არ განახორციელებ, მერე ვეღარ მოასწრებ... რომ არაფერი არ უნდა გადადო ხვალისთვის, რადგან ეს უკვე დაკარგულს ნიშნავს და რომ საერთოდ, სჯობია არცერთი წუთი არ დაკარგო უქმად, მერე სანანებლად რომ არ გაგიხდეს....
ხანდახან ყველაფერი ისე მეჩქარება, რომ მეშინია და მერე ფიქრებს რომ გავყვები კიდევ უფრო მიპყრობს შიში.... ცრუმორწმუნე არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ მაინც გამკრავს ხოლმე ფიქრი, რომ იმ ადამიანებმა სულსწრაფები რომ იყვნენ დიდხანს ვერ იცოცხლეს და ცუდია მე ყოველთვის ყველაფერი რომ მეჩქარება....
მიტოვებული სოფელი და ბედნიერება
მე და ჩემი სოფელი |
იქ, სადაც ბავშვობისდროინდელი ყველა ნივთი უცვლელადაა შემონახული, ცოტა დამტვერილი, მაგრამ მაინც ისევ ისეთი, მაშინ წლების წინ რომ იყო...
იქ, სადაც ყოველ დილით, 6 საათზე, ეკლესიის ზარი გაღვიძებს და მერე ძალიანაც რომ გინდოდეს ვერ დაიძინებ, იმიტომ რომ ამ დროს მთელი სოფელი იღვიძებს და ყველა ოჯახი ეზოში, ხმამაღლა გეგმავს დღეს.. მერე ასე უნებურად ხდები ყველას ცხოვრების მოწმე და ხანდახან ბრაზდები, შენს ცხოვრებაშიც რომ უნდათ შემოჭყეტვა....

საზღვრამდე და საზღვრის შიგნით
საზღვარი, საგუშაგო. |
ოღროჩოღრო აღმართი სულ უფრო ცუდი ხდება და მანქანა გაჭირვებით მიიწევს წინ... ისეთი ჰაერია გინდა ყველაფრით ისუნთქო, ტყის სუნი მთელ სხეულს ედება და ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ სადაცაა ცაში აფრინდები... ცა კი ისეთი კამკამაა, კარგად თუ დააკვირდები, საკუთარ ანარეკლს დაინახავ...
Subscribe to:
Posts (Atom)