ხანდახან ადამიანებს გვგონია, რომ ყველა უბედურებამ ჩვენთვის მოიცალა, ყველაფერი ერთდროულად ცუდად აეწყო და საერთოდ, საშინელი, აუტანელი და ბოროტია ყველა და ყველაფერი ჩვენს ირგვლივ;
რომ ჩვენ ყველაზე ცუდ პერიოდში მოგვიწია ცხოვრება; რომ ჩვენი ქალაქი ყველაზე მოსაწყენი და ჩვენი სახლი ყველაზე არაკომფორტულია;
რომ სამსახურში ყველაფერი ამოვწურეთ და ახლის გაკეთება აღარ შეგვიძლია; რომ ჩვენს შრომას მაინც არავინ აფასებს; რომ ვერავინ ხვდება რა სარგებლობა მოგვაქვს მათთვის და რომ ზედმეტი ვალდებულებები დავიკისრეთ; რომ ირგვლივ საშინელი ერთფეროვნებაა და