დაბრუნება


ესეც ასე, 2011 წელი დაიწყო, კი არადა, დიდი ხანია უკვე დაიწყო, დღესასწაულებმაც ჩაიარა და ჩემმა დაბადების დღემაც, რომელიც ძალიან არ მიყვარს... ოღონდ ეგაა, თბილი მოლოცვა-კეთილი სურვილები მაინც დამათბობს ხოლმე და რომ მგონია, რომ ყველაფერი სულ ერთია, სინამდვილეში სულაც არ გამოდის ასე.

მე რომ მკითხო, სისულელეა ეს ტრადიციული დაბადების დღეები, იმიტომ რომ მთავარი განწყობები, გარემოები, ადამიანები და ღიმილებია და როცა ერთიც გაქვს, მეორეც და მესამეც, მუდმივი დაბადების დღეების რეჟიმში ცხოვრობ. და კიდევ, სულაც არაა საჭირო რომელიმე წლის, რომელიმე სეზონის, რომელიმე თვის ერთი კონკრეტული დღე, ადამიანებს ერთმანეთი რომ გაახსენდეთ.